საზოგადოება კონგოში ახალი ნარკოტიკის ეპიდემიაა, რომელიც ტოქსიკური ავტონაწილებისგან მზადდება (+ვიდეო) 2021, 9 ნოემბერი, 10:36 სანამ სამყარო კოვიდს ებრძვის, კოვიდის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნარკომანიის სრულიად გიჟური ეპიდემია დაიწყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები შეჯდნენ ნარკოტიკზე სახელწოდებით "ბომბე", რომელსაც ამზადებენ ავტომობილების ტოქსიკური დეტალებისგან. ბომბე ადგილობრივ ენაზე ნიშნავს ძლიერს. ამ ნივთიერების გამოყენების შემდეგ მომხმარებლები "ზომბებად" იქცევიან-შეუძლიათ იდგნენ ან იჯდნენ უმოძრაოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, ვარდებიან ტალახში, იყურებიან უაზროდ სიცარიელეში. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ნაციონალური კატასტროფის საშიშროებაზე განაცხადა. ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, კინშასაში, ავტოსახელოსნოებში მასიურად დაიწყეს მიმართვა ავტომფლობელებმა-მანქანებიდან კატალიზატორები ქრებოდა. მალე ქუჩაში "ზომბები" გამოჩნდნენ-ადამიანები კატატონიურ მდგომარეობაში, რომლებიც მიცვალებულებივით დაბორიალებდნენ ან საათობით იდგნენ ერთიდაიგივე პოზაში და ყურადღებას არ აქცევდნენ გამვლელებს. აღმოჩნდა, რომ ისინი ქუჩის ახალი ნარკოტიკის, "ბომბეს" მომხმარებლები იყვნენ. ნარკოტიკი ელვისებურად ვრცელდება ქალაქის მოსახლეობის ღარიბ ფენებში. სუბსტანცია წარმოადგენს ავტომანქანის კატალიზატორების დაქუცმაცებულ ნაწილებს, ეს ნაწილები გამოიყენება გამონაბოლქვის ტოქსიკურობის შესამცირებლად და მათში ილექება დიდი რაოდენობით მომწამლავი ნივთიერებები. აღნიშნულ დაქუცმაცებულ ნაწილებს სხვადასხვა აბებს ურევენ და მოიხმარენ. გერმანული გამომცემლობა Der Spiegel-ის თანამშრომლებმა, მოახერხეს ბომბეს მომხმარებლებს გასაუბრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ დაქუცმაცებულ ნაწილებს ის მადის გაძლიერების აბებს ურევს. ამას იმისთვის აკეთებს, რომ ელემენტარულად შიმშილისგან არ მოკვდეს, რადგან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მას საერთოდ არ ახსენდება ჭამა. საკვირველია, რომ სიკვდილის ჯერ არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ ბომბეს მომხმარებლები სოციალური ფსკერის ადამიანები არიან. კინშასაში მათი სიკვდილი უბრალოდ არ ხვდება ოფიციალურ სტატისტიკაში. რამდენადაც კატალიზატორები დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავენ, რომლებიც კიბოს გამომწვევია, ექიმები შიშობენ, რომ უახლოეს ხანებში მომხმარებლებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ. ბომბეს მოხმარებას უკვე იმხელა მასშტაბები აქვს, რომ მას ყურადღება მიაქცია ქვეყნის პრეზიდენტმა, ფელიქს ჩისეკედიმ. 27 სექტემბერს, მან თავის ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ ამ ეპიდემიის გამო კონგოს ხალხს ეკისრება კოლექტიური პასუხისმგებლობა.
გადახედეთ:მილიარდერმა ნიძლავი წააგო: ბორტგამცილებლის ქალის ფორმა ჩაიცვა და რეისზე იმუშავა
როგორ ცხოვრობენ მესამე სქესის წარმომადგენლები ბანგლადეშში
საინტერესო ფაქტები კაზინოს და აზარტული თამაშების ისტორიიდან
პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)
8 ხრიკი, რომელსაც მიმტანები იყენებენ. ეს უნდა იცოდეთ
ალკოჰოლის გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული მეთოდი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ
როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები
მარიხუანას კვამლში 110 ტოქსინია, რომელიც დნმ-ის მუტაციას და ონკოლოგიას იწვევს
ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე
ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...
220 4-ს მოსწონს |