x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
5 მითი, რომლისაც სკოლის მერხიდან გვჯერა

ცოდნის ნაწილს რომანებიდან და ფილმებიდან ვიღებთ. ამასთან, ეს თითქოს, თავისთავად, ავტომატურად ხდება. შემდეგ კი ირკვევა, რომ სინამდვილეში, ყველაფერი სულ სხვაგვარად არის... აქ სწორედ, 5 მსგავს შემთხვევას განვიხილავთ:


მითი # 1. კორსეტი ქალის სამოსის ნაწილი იყო, რომელშიც ქალი თავს საშინდად გრძნობდაimage


კორსეტი, ჩვენს საზოგადოებაში, ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ამაში ბრალი კი, მნიშვნელოვანწილად, კინოინდუსტრიას მიუძღვის. მაგ., ფილმში – «კარიბის ზღვის მეკობრეები» მთავარი გმირი, კორსეტის გამო, გონებასაც კი კარგავს.

თუმცა, როგორც მოდის ისტორიის ექსპერტები ამბობდნენ, ქალის გარდერობის ეს ნივთი, წარსულ საუკუნეებში, არც ისე ცუდი იყო, როგორც ჩენ გვგონია და გონების დაკარგვის მიზეზი, არც არასდროს გამხდარა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაზე სასარგებლო ნივთი, ყოველდღიური ტარებისთვის: ის ზეწოლას ახდენს შინაგან ორგანოებზე და ზურგის კუნთებს ასუსტებს. მაგრამ, სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორც ჩვეულებრივ ფიქრობენ. ჩვეულებრივ, მას ისე ძლიერ არ უჭერდნენ, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები. ხოლო, მისი გამოყენების მავნე ზემოქმედება გადაჭარბებულია. მოკლედ, რომ ვთქვათ, კორსეტი შეიძლება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შევადაროთ, რომელიც არაკომფორტულია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზი ვერ გახდება (თუ, რა თქმა უნდა, ის ფეხის მოტეხის მიზეზი არ გახდა).


მითი # 2. ჩინური ფარნები სურვილების ჩასაფიქრებლად გამოიგონეს
image


ახლა ასეთი ფარნები, რაღაც ნათელთან და მხიარულთან ასოცირდება, მაგრამ ის სურვილების ჩასაფიქრებლად ნამდვილად არ გამოუგონიათ... ჩინეთში, სამმეფობის ეპოქაში, იყო მთავარსარდალი, სახელად კუნმინგი. ერთხელ მისი არმია ხაფანგში მოხვდა და მან დახმარება ფარნებით გამოიძახა.


მითი # 3. საჭურისები — სასახლის მსახურეები იყვნენimage


უმრავლესობის აზრით, საჭურისები — სასახლის მსახურები იყვნენ. მაგრამ XV საუკუნეში, ჩინეთში ისინი სახელმწიფო მოხელეებად მუშაობდნენ — მაგ., ვაჭრობის სფეროში, გადასახადებს აგროვებდნენ. იყვნენ დიპლომატები და მხედართმთავრები.


მითი # 4. ევროპა მონოგამური იყოimage


ერთი შეხედვით, უდავო ფაქტია: აღმოსავლეთში ფართოდ იყო გავრცელებული მრავალცოლიანობა, ხოლო ევროპაში — მონოგამია. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობდა ოფიციალური ჰარემები, როგორიც ეს ჩინეთში და თურქეთში იყო. მაგრამ, აქაც არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომლის შესახებ, სკოლის სახელმძღვანელოებში არაფერია ნათქვამი.

XIII ს. გერმანელი გრაფი ლუდვიგ ფონ გლაიხენი ჯვაროსნულ ლაშქრობაში წავიდა და ტყვედ ჩავარდა. იქიდან თურქი სულთნის ქალიშვილთან ერთად გამოიქცა. გრაფმა, რომის პაპისგან, თურქ ქალზე ქორწინების ნებართვა მიიღო, პირველ მეუღლესთან გაყრის გარეშე. ამჟამად, გრაფის და მისი 2 ცოლის გამოსახულების ნახვა წმინდა ვიტის ეკლესიის ვიტრაჟზე შეიძლება.

XVI საუკუნეში კი, ჰესენის ლანდგრაფს ფილიპე I, “წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით", ასევე 2 კანონიერი მეუღლე ჰყავდა: ქრისტინა საქსონიელი და მარგარეტ ფონ დერ სალი.


image


მითი # 5. ჩინეთში მხოლოდ იეროგლიფებით წერენ
image


ჩინური ენის გახსენებისას, ყოველთვის იეროგლიფები გვახსენდება. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ჩინეთის მოსახლეობა, თითქმის, 300 ენაზე საუბრობს. ქვეყნის ოფიციალური ენა კი — მანდარინია. გარდა ამისა, წერისას, ყველა იეროგლიფებს არ იყენებს. მაგ., ტიბეტური ანბანში 30 ასო–ბგერაა. ხოლო, სტილისტიკურად, მათ 2 სახის ანბანი აქვთ: თევზის და ხოჭოს სტილის.

image



imageimageimageimage






0
1760
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0