x
საქართველოს უსაფრთხოება და სწრაფვა ნატოსკენ


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ისევე როგორც ყველა ახლადშექმნილმა სუვერენულმა სახელმწიფომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა შეიმუშავა, რამაც ქვეყანა ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა განსაკუთებით კი უსაფრთხოების თვალსაზრისით. პატრა სახელმწიფოსთვის, რომელიც დემოკრატიისკენ მიმავალ პირველ ნაბიჯებს დგამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელსაყრელი და სტაბილური გარემოს არსებობა, რითაც სამწუხაროდ არ გამოირჩევა კავკასიის რეგიონი. მუდმივი დაძაბულობა და კონფლიქტები ქვეყნებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა საგრძნობი გავლენა მოახდინა საქართველოში უსაფრთხო გარემოს არსებობაზე. როგორც ყველასთვის ცნობილია რუსეთის ფედერაცია არ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მიერ გაკეთებულ არჩევანს დასავლეთის სასარგებლოდ, იგი ნებისმიერ ფასად ცდილობს შეაფერხოს ქვეყნის სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ და სკუთარი პოლიტიკური მიზენების მისაღწევად არც შეიარაღებულ კონფლიქტზე ამბობს უარს.
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ არსებობს იმაზე დიდი გამოწვევა, როგორიც არის 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, რამაც გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის 20% ის ოკუპაცია და საქართველოს შეუქმნა ერთიანობის პრობლემა, რის გამოც იგი ვერ ახერხებს იყოს საერთაშორისო საზოგადოების სრულყოფილი წევრი. ჩრდილოელი მეზობელი აქტიურად არის დაკავებული საქართველოს ტერიტორიის მიერთებით, რაც ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ პრობლემებს უჩენს ე.წ “ ბორდერიზაციის’’ პროცესი ზრდის ხელახალი დაპირისპირების ალბათობას. უახლოეს წარსულში მიმდინარე კონფლიქტს დასრული დღემდე არ უჩანს, რასაც ხელს უწყობს უამრავი სხვა ფაქტორების არსებობა. მაგალითად: ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები, რომლებიც შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც გაყინული კონფლიქტები. ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდნენ ახალი სამხედრო დაპირისპირების წარმოშობის მიზეზი, ვინაიდან ნეგატიური დამოკიდებულება მახრეებს შორის თანდათან უფრო მატულობს. მატულოს საფრთხეც, რუსეთს შეუძლია წააქეზოს ეს კონფლიქტები და თავად გამოვიდეს, როგორც აფხაზი და ოსი ხალხის დამცველი. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ჩრდილოეთის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი საფრთხე ეუმქრება.
ამიერკავკასიის სამივე ქვეყანას : საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს თავიანთ საგარეო პოლიტიკა გააჩნია, რაც მათ შორის განსხვავებულობას იწვევს და გარკვეულწილად აფერხებს რეგიონში მშვიობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. გარდა ამისა საქართველოს უწევს ამა თუ იმ დაპირისპირებს დროს შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მოქმედება, რაც საკმაოდ რთულია. როგორც ჩვენთვის ცობილია, რეგიონში არსებულმა მიმდინარე თუ გაყინულმა კონფლიქტებმა თავი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იჩინოს. მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და ჯერ კიდევ გაურკვეველია დაპირისპირების საბოლოო შედეგი. რეგიონში მიმდინარე დაძაბულობა აფერხებს მის განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება აქ არსებული ქვეყნების მომავალსა და ეკონომიკაზე. ლოგიკურია, რომ მსხვილი ინვერსტორები ერიდებიან არასტაბილურ ხელმწიფოებთან ურთიერთობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკომნიკაზეც.
საქართველოსთვის ასევე საფრთხეს წარმოადგენს არასტაბილური შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, რაც შესაძლოა გახდეს ახალი კონფლიქტს წარმოშობის მიზეზი, თუნდაც ჩრდილოელი მეზობლის წაქეზებით.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ჰყავდეს საიმედო და სტაბილური მოკავშირე, რომლის დახმარებითაც შეძლებს გაამყაროს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა და ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს ამიერკავკასიის რეგიონში. ასეთ სანდო პარტნიორად დღეისათვის საქართველო მიიჩნევს ნატოს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზანია : ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი მკაცრად იცავს და პატივს სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მსგავსი ორგანიზაციის წევრობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნლოვანია, ვინაიდან ქვეყანას ექნება დაცულობის გარანტი და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. საქართველო შეიძენს მეტად მნიშვნელოვან მოკავშირეებს, რომლებიც ნებისმიერი აგრესიული ქმედების შემთხვევაში, რომელიც შესძლოა საქართველოს მიმართ განხორციელდეს მას დახმარებას გაუწევენ, როგორც მატერიალური ისე სამხედრო თვალსაზრისით. თავისმხრივ ნატო შექმნის ე.წ ძალთა ბალანსს კავკასიის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს აქ არსებული კონფლიქტების მნინიმალურ დონემდე დაყვანას. ეს ყველაფერი აღკვეთს რუსეთის იმპერიალისტურ მიდრეკილებებს, რაც საქართველეოსთვის უდიდესი თანმდევი პრობლემაა და გამუდმებულად აფერხებს ქვეყნის განვითარებასა და უსაფრთხოებას.
მიუხედავად უამრავი დადებითი ფაქტისა ნატოს წევრობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, ორგანზაციის წევრობა საქართველოს დააკისრებს მთელ რიგ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც საკმაოდ დიდ ძლისხმევასა და სწორად დაგეგმილ პოლიტიკას მოითხოვს. ქვყანას უნდა ქონდეს მზაობა გაიაზროს დაკისრებული პასუხსისმგებლობა მაგალითად : მიიღოს მონაწილეობა ნატოს საერთშორისო მისიებში და დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც მის კომპეტენციებში შედის.
სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ნატოს წევრობა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია წევრი სახელმწიფოების ინტერესების დაცვაზე, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და განვითარებაზე, შესაბამისად ის არის უდიდესი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და დაცულობა გარანტირებული იყოს. ნატოს წევრობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას განავითაროს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა, გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა, როგორც კავკასიის რეგიონში ისე საერთაშორისო ასპარეზზე, გარდა ამისა მნიშვნელოვნად მცირდება გარე თავდასხმების რისკი.






0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჩიხრაძე
ნინო ჩიხრაძე
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0