x
რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში?

საქართველოში პოლიტიკური ველი მეტად მრავალფეროვანი მოვლენებითაა დახუნძლული, რაც საზოგადოებას უბიძგებს აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ნაკლებია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს ძირითადად გამოწვეულია მათი მხირდან ინტერესის ნაკლებობით, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უამრავი გარემოება განაპირობებს, პირველ რიგში აუცილებელია ამ ჯგუფის დაინტერესება გარკვეული პოლიტიკური საკითხებით, საჭიროა ნიჰილისტურად განწყობილმა ახალგაზრდებმა გააცნობიერონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი, თითოეულის ჩართულობა მიმდინარე და სამომავლო პოლიტიკურ პროცესებში. ახალი თაობის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შანსი რეალიზება მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების, მიიღონ გამოცდილება და გაიზიარონ პასუხისმგებლობა მმართველ ორგანოებთან ერთად.

მეტად საინტერესოა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესი, რომელშიც ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ისინი ყველაზე კარგად ხედავენ იმ პრობლემებსა თუ საჭიროებებს, რომლებიც დგას მათ წინაშე და შესაბამისად უფრო მარტივად შეუძლიათ იპოვნონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, ასევე უკეთესად შეუძლიათ დაგეგმონ საკუთარი მომავალი და განახორციელონ მიზანმიმართული პოლიტიკა, მათი ენთუზიაზმი და სიახლეებისკენ სწრფვა კი ამის კარგ საშუალებას იძლევა.

ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში განაპირობებს მაღალი პოლიტიკური კულტურის მატარებელი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ გაადვილებს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, სიახლეების დანერგვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა თუ რაოდენ დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

0
14
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჩიხრაძე
ნინო ჩიხრაძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0