x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სამყარო არ ცნობს უარყოფას "არ" - როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად!!!

image


ეზოთერიკების აზრით, სურვილები რომ აგვისრულდეს, საჭიროა მათი სწორად ჩაფიქრება ვიცოდეთ.

აზრების ტორნადო, რომელიც ჩვენს თავში ტრიალებს, სამყარომ სურვილებად რომ აღიქვას და მალე აგვისრულოს, ამისათვის საჭიროა:

1. სურვილი კი არ წარმოთქვათ, არამედ აუცილებლად დ ა წ ე რ ე თ, თან სწორად!

2.სურვილის დაწერისას მიუთითეთ ასრულების დრო, ვადა!

"მინდა მქონდეს საკუთარი სახლი". თქვენი აზრით, ეს სურვილი რამდენად სწორადაა დაწერილი? ალბათ, ფიქრობთ, რომ სამყაროს საკმარისი სიგნალი მიეცით, მაგრამ, სამწუხაროდ, ცდებით. ეს სურვილი კი შეიძლება, აგიხდეთ, თუმცა საკითხავია "როდის?".

ამდენად, სურვილის დაწერისას დაურთეთ ვადაც, პერიოდიც, რომლის შუალედშიც გინდათ, რომ აგიხდეთ სურვილი.

მაგალითად, 2021 წელს მე ვყიდულობ ბინას.

3.სურვილის დაწერისას გამოიყენეთ ყოველთვის აწმყო დრო (და არა მომავალი)!

მაგალითად:

სწორია: მე 2021 წელს მივდივარ პარიზში ეიფელის კოშკის სანახავად და ლუვრის დასათვალიერებლად.

არასწორია: მე 2021 წელს წავალ პარიზში ეიფელის კოშკის სანახავდ და ლუვრის დასათვალიერებლად.

4.სურვილის ჩაწერისას გაუმართლებელია "არ" ნაწილაკისა და სხვა უარყოფითი სიტყვების გამოყენება!

მაგალითად:

"მე არ მინდა, ვიყო ღარიბი". ეს არასწორად დაწერილი სურვილია, რადგან:

ა. სამყარო არ აღიქვამს ნაწილაკს "არ" და სხვა უარყოფით სიტყვებს. იგი აიგნორებს უარყოფას, "არ" ნაწილაკს. აქედან გამომდინარე, წინადადებადან
"მე არ მინდა, ვიყო ღარიბი" "არ" ამოვარდება და დაგვრჩება "მე მინდა, ვიყო ღარიბი". სამყარო ასე აღიქვამს ჩვენს სურვილს.

ბ.ხშირად ჩვენ იმას ვიზიდავთ, რაზეც ვფიქრობთ. "მე არ მინდა, ვიყო ღარიბი" ამის დაწერით სამყაროს ვამცნობთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ სიღარიბეზე, ხოლო როცა ვიძახით, რომ "მე მინდა, ვიყო მდიდარი", ვფიქრობთ სიმდიდრეზე.

ამგვარად, სურვილის ჩაწერისას საკუთარ თავს ვუკრძალავთ "არ" ნაწილაკსა და ნებისმიერ უარყოფას.

"მე არ მინდა ბევრი ფული" რომ დავწეროთ, ალბათ, სამყარო ამ შემთხვევაშიც დააიგნორებს "არ"-ს და დაგვრჩება "მე მინდა ბევრი ფული".

5.სურვილის ჩაწერისას ჩავდოთ ტექსტში მეტი მოთხოვნილება და ემოცია!

სურვილების ჩაწერისას უნდა მივმართოთ, მოვიშველიოთ უფრო მეტი იმის მოთხოვნილება, რას გვსურს რომ აგვიხდეს. მაგალითად, თუ ჩვენი სურვილია 2021 წელს პარიზში სამოგაზუროდ წასვლა, მაშინ რამდენიმე სიტყვით აღვწეროთ ის სასტუმრო, სადაც გვინდა, რომ დავრჩეთ, დავისვენოთ; ადგილი, რომელიც გვინდა, მოვინახულოთ, დავათვალიეროთ (ეიფელის კოშკი, ლუვრის სასახლე, ნოტრდამი, მდინარე სენის სანაპირო, ტრევის შადრევანი და ა.შ.). თუ ახალი მანქანის შეძენაა თქვენი სურვილი, მაშინ მიუთითეთ მისი ძირითადი მახასიათებლები და აუცილებლად აღწერეთ ის გრნობები, რომლებიც დაგეუფლებათ მაშინ, როცა ეს სურვილი აგისრულდებათ.

6. ნებისმიერი დაწერილი სურვილი უნდა მთავრდებოდეს დამცავი ფრაზით, რომ თქვენი სურვილების ასრულებამ სხვა ადამიანს/ადამიანებს არ მოუტანოს ზიანი.

ასეთი დამცავი ფრაზაა;

"ესა თუ ის, ან უფრო მეტი, რაც ჰარმონიულად უნდა შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, მომიტანოს სიხარული და ბედნიერება მე და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სურვილი ეხება".

აქ საყურადღებოა დამცავი ფრაზის ფორმულირება "ან უფრო მეტი, რაც", ანუ როცა რაიმე კონკრეტულს ჩაიფიქრებთ, ნუ შეზღუდავთ სამყაროს მის ძალისხმევაში, რომ დაგეხმაროთ თქვენ. იქნებ სამყაროს მიაჩნია, რომ თქვენ პარიზში მოგზაურობაზე მეტსაც იმსახურებთ, მაგალითად, რიო-დე-ჟანეიროში წასვლას, იქ კარნავალის დასწრებას და ა.შ.

მაშ, ასე, ჩვენი სურვილი მკვეთრად ფორმულირებული და ჩაწერილია, 6-ვე წესი ზუსტად დაცული და რა დარჩა? დარჩა მხოლოდ ის, რომ მშვიდად გავუშვათ ეს სურვილი სამყაროში და თითქმის დავივიწყოთ კიდეც მის შესახებ. განცდა და აკვიატებული აზრები მხოლოდ ხელს შეუშლის თქვენი სურვილის ასრულებას. ამიტომაც არსებობს წესი 7.

7. ნუ ჩაიციკლებით ოცნებაზე. გაუშვით ის, მაგრამ იმოქმედეთ!

"გაუშვათ სურვილი" არ ნიშნავს, რომ წამოწვეთ ხის ძირში და არხეინად დაელოდოთ, როდის აგისრულდებათ ოცნება. არა! სამყარო საოცარ შესაძლებლობებს გამოგიწვდით, მაგრამ თქვენი ქმედებების გარეშე ისინი ვერ გადაიქცევა სასურველ შედეგად!

გისურვებთ, ყველა სურვილი აგიხდეთ

და ზღვა სიხარული მოგიტანოთ!

წყარო:

მენეჯმენტი ROI-ს თან ერთად

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0