x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი

ყვავი ძალიან ჭკვიანი ფრინველია – ყველაზე ჭკვიანიც კი, როგორ ფრინველებს, ისე ცხოველებს შორის. ისინი 250–მდე სხვადასხვა ხმოვან სიგნალს იყენებენ და მათ შორის, არის გამაფრთხილებელი სიგნალებიც. მაგ., ასეთი: «ფრთხილად, კატა!», «ფრთხილად, მიმინო!», «ფრთხილად, ადამიანი!»...

ხოლო, ზოგიერთი მათგანი, თუ დაინახავს რომ სხვა ყვავმა საკვები დამალა, შესაფერის დროს ელოდება, ვიდრე საკვების პატრონი არ გაფრინდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის, დამალული საკვების ასაღებად. ხოლო, როდესაც ასეთ ქურდ–ყვავს თავად უნდათ რამის დამალვა, ის ჯერ აქეთ–იქით იყურება, იმის გასარკვევად, არის, თუ არა სიახლოვეს სხვა ყვავი, რომელსაც მისი საკვების მოპარვა შეუძლია.


image

ექსპერიმენტის ფარგლებში, მეცნიერებმა ყვავებისთვის, «სავაჭრო ავტომატი» შექმნეს. იმისთვის, რომ ფრინველებს ხორცი მიეღოთ, მათ «ავტომატის» ნაპრალში პატარა ზომის ქაღალდი უნდა ჩაედოთ. ყვავები მალე მიხვდნენ, რომ თუ ქაღალდი «ავტომატში» მოხვდებოდა, ტიხარი იხსნებოდა, რომელიც მათ საკვებს შორის იყო და თავიაანთი «ჟეტონები» ჩაყრა დაიწყეს.

ხოლო, როდესაც მეცნიერებმა მათ დიდი ფურცელი მისცეს, რომელიც «ავტომატის» ნაპრალში არ ეტეოდა, იმის შესამოწმებლად მიხვდებოდნენ, თუ არა, რომ «ჟეტონი» უნდა გაეკეთებინათ, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ყვავმა, დავალებას თავი კარგად გაართვა — ნისკარტით და ფეხებით ქაღალდი შესაფერის ნაწილებად დახიეს და ხორცის მისაღებად, ნაპრალში მოათავსეს.


image


აღნიშნულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ ფრინველებს საკვების მოსაპოვებლად, საჭირო იარაღის შექმნა შეუძლიათ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალიან ჭკვიანები არიან.


image


არხის სხვა სიახლეები:



image


1. 25 ფაქტი სტალინის შესახებ - ის, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში არ წერია

2. რა აჩუქა ყვავმა მამაკაცს, რომელიც მის ოჯახზე ზრუნავდა

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. თუ გვინდა, რომ ახალი წლიდან მშვიდად ვიცხოვროთ, ეს 3 რამ თავიდან უნდა მოვიშოროთ!

5. სურვილის შემთხვევაში, სიგარეტისთვის თავის დანებებას 1 თვეში შეძლებთ – უნიკალური ჩაის რეცეპტი (+ ასუფთავებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს)

6. ტესტი ლოგიკის შესამოწმებლად – მარტივი გამოცანები, გონების გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

0
280
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0