ფეხბურთი ესპანელებმა საქართველოსთან ბურთის ფლობის ახალი რეკორდი დაამყარეს.... 2012, 13 სექტემბერი, 22:22 მართალია, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით და დიდი გაჭირვებით დაამარცხა, მაგრამ ბურთს 90 წუთის განმავლობაში ჩვენი მეტოქე ფლობდა. marca - ს ცნობით, ამ მხრივ, "ფურია როხამ" მორიგი რეკორდი დაამყარა. 20%-80% - ასეთი იყო მატჩის დასრულების შემდეგ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი, ცხადია, ესპანელთა სასარგებლოდ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ევროპირველობის ზედიზედ ორჯერ მომგებმა ესპანელებმა თავიანთი რეკორდი გააუმჯობესეს - კოსტა-რიკის ნაკრებთან მატჩში, 79% ჰქონდათ დაფიქსირებული. 138 5-ს მოსწონს 1-ს არა
|