ფეხბურთი ლორია "რეალსა" და "ბარსელონას" სურს? 2012, 13 სექტემბერი, 22:03 კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ეპანეთის ყველაზე ცნობილი საიტები ლორიას მიმართ დაინტერესებაზე არაფერს წერენ. გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა საქართველო - ესპანეთის 11 სექტემბრის მატჩში, რომელშიც 72-ე წუთზე ტრამვის გამო შეცვალეს - როცა ანგარიში 0:0 იყო. ბრიტანულმა bleacherreport - მა გასულ დღეებში ჩატარებული შესარჩევი მატჩების მონაწილეთაგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მეკარედ სწორედ 26 წლის ქართველი შეიყვანა. ამავე სიმბოლურშია ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილიც. 28 4-ს მოსწონს
|