x
image
ირინა მ.
საინტერესო ფაქტები ლიფტების შესახებ: ძველი ეგვიპტიდან დღემდე

image


ლიფტის შექმნის პირველი მცდელობები


ისტორიკოსების მტკიცებით, პირველ მოწყობილობებს ტვირთების სიმაღლეზე ასატანად, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები პირამიდების მშენებლობის დროს იყენებდნენ. ეს პრიმიტიული მოწყობილობა იყო, თუმცა მათ შეეძლოთ ქვის ლოდების აწევა, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებდა ფარაონების მონუმენტური აკლდამების მშენებლების შრომას.



image


არქიმედე და მისი ამწე-მოწყობილობები


სამგზავრო ლიფტების პირველი გამომგონებელი ცნობილი არქიმედეა. ძველმა ბერძენმა მეცნიერმა შექმნა მანქანა, რომლის საშუალებითაც კოლიზეუმის არენაზე აჰყავდათ გლადიატორები და ცხოველები. აღნიშნული მოწყობილობები ძალიან დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვდა და მოძრაობაში მოჰყავდა ადამიანებს ან ცხოველებს.


image

image

გერმანელი არქეოლოგების მიერ, კოლიზეუმში, ძველი ამწეების ნანგრევებზე რეკონსტრუირებული იქნა ლიფტი. გამოყენებული იქნა მხოლოდ ის მასალა, რომელიც გამოიყენებოდა ძველ რომში. ლიფტის მოძრაობაში მოსაყვანად 8 ადამიანის ძალა გახდა საჭირო.

შუასაუკუნეების ლიფტები


შუასაუკუნეებში საფრანგეთში გაჩნდა ლიფტები, რომელთა მუშაობას უზრუნველყოფდნენ სახედრები. რა თქმა უნდა, ასეთი მანქანები ძალიან ძვირადღირებული იყო, ამიტომ მათი შეძენა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს და ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენელს შეეძლო.

პირველი მექანიკური ლიფტი დამონტაჟებული იქნა წმინდა ეკატერინეს მონასტერში. მოგვიანებით, მსგავსი ლიფტი დაამონტაჟეს ვერსალის სასახლეში ლუდოვიგო XV დროს. იგი ამ ლიფტით სარგებლობდა საყვარლის მონახულებისას, რომლის აპარტამენტებიც ერთი სართულით ქვემოთ მდებარეობდა. ეს ლიფტი მოძრაობაში სასახლის მსახურებს მოჰყავდათ.



image


ლიფტის მრეწველობის განვითარება


პირველი ლიფტები, რომელიც ორთქლის ძრავაზე მუშაობდა, ამერიკაში შეიქმნა 1800 წელს. სატვირთო ლიფტი დამონტაჟებული იქნა ერთ-ერთ მაღაროში და გამოიყენებოდა ქვანახშირის ამოსატანად. ეს მანქანაც ასევე ძვირი იყო, ამიტომ ლიფტის შეძენა თავდაპირველად მხოლოდ მსხვილ მრეწველებს შეეძლოთ. ასეთი მანქანა ვერ იქნებოდა გამოყენებული ადამიანების კომფორტული გადაადგილებისთვის და გამოიყენებოდა მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად.


image


პირველი ჰიდრავლიკური ლიფტი გამოჩნდა 1845 წელს, ავტორი უილიამ ტომსონი. თუმცა, მეცნიერება ერთ ადგილზე არ იყო გაჩერებული და 1852 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა, ელაიშ გრეივს ოტისმა დახვეწა ჰიდრავლიკური ლიფტი: მან დააპატენტა უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც "დამჭერები" უწოდა. დამჭერი მოწყობილობა აკავებდა ლიფტის კაბინას ტროსის გაწყვეტის შემთხვევაში.


image

ნიუ-იორკის პირველი საყოველთაო ბაზრობა New York Crystal Palace-ში, 1853-1854 წლები. ოტისი თავისი "დამჭერების" დემონსტრირებისას. იგი იხდის ცილინდრს და თავის განთქმულ ფრაზას ამბობს: "ბატონებო, ყველაფერი აბსოლუტურად უსაფრთხოა!"

ოტისი არის პირველი ელექტროლიფტის გამომგონებელიც, რომელიც 1861 წელს შექმნა. იმ დროისთვის ის დაუჯერებელ სისწრაფეს-1 წამში 2 მეტრს ავითარებდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, სწორედ ოტისის ელექტროლიფტების მონტაჟი დაიწყეს ნიუ-იორკის ცათამბჯენებში.

დღეს ჩქაროსნული ლიფტების წარმოების მსოფლიოში აღიარებულ ლიდერად იაპონური ფირმა Hitachi ითვლება. მოცემული ფირმის მიერ წარმოებული ლიფტები საათში 75კმ. ავითარებს. კაბინებში მონტაჟდება წნევის კონტროლის ავტომატური სისტემაც. ეს კეთდება იმისთვის, რომ მგზავრებს არ შეექმნათ დისკომფორტი ყურების "დაგუბების" დროს, წნევის სწრაფი ცვალებადობის გამო.


image


უჩვეულო ლიფტი იქნა დაპროექტებული და დამონტაჟებული მდინარე კონეკტიკუტზე (აშშ). მისი უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავზებისთვის არის გაკუთვნილი. ალოზა ქაშაყისებრთა ოჯახის იშვიათი სახეობაა. ის ქვირითის დასაყრელად მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. ამ დროს იგი გადაულახავ წინააღმდეგობას, 100 მეტრის დამბას აწყდებოდა. როცა ეკოლოგებმა განგაში ატეხეს, საქმეში ლიფტების წარმოების კომპანიის სპეციალისტები ჩაერთვნენ. ახლა ყოველწლიურად 30 000-ზე მეტი თავზი "სარგებლობს" მოცემული ლიფტის მომსახურებით.

ლიფტის კაბინაში, ბუნებრივია იატაკი აუცილებელია. თუმცა ხანდახან მწარმოებლები მომხმარებლების "ნერვებზე თამაშობენ". მაგალითად, ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ცათამბჯენში, კაბინას "იატაკის გარეშე" აჰყავს მგზავრები 238 მეტრის სიმაღლეზე. სინამდვილეში, იატაკი რა თქმა უნდა არის, მაგრამ პრაქტიკულად შეუმჩნეველია, რამდენადაც იგი გამჭვირვალე მინისგან არის დამზადებული.

"სირს თაუერში", ჩიკაგოს ყველაზე მაღალ შენობაში, დამონტაჟებულია 106 ლიფტი, აქედან 16 ორსართულიანია. ასეთი ლიფტების სიჩქარე წუთში 488 მეტრია.

ლიფტების მწარმოებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მგზავრების გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იყოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აქვს ადგილი ტრავმებს და ტრაგედიებს. სამწუხაროდ ხშირად ავარიის მიზეზი თვითონ მგზავრები არიან, რომლებიც ელემენტარული უსაფრთხოების წესებს უგულებელყოფენ.

რა უნდა მოვიმოქმედოთ ლიფტის კაბინის ვარდნის შემთხვევაში? ამის თაობაზე ბევრი რჩევებია, თუმცა სპეციალისტების რჩევით, ამ დროს საჭიროა დავწვეთ ზურგზე, ლიფტის კაბინის იატაკის რაც შეიძლება მეტი ფართი დავიკავოთ. ასეთ შემთხვევაში, დარტყმის ძალა მაქსიმალურად იქნება გადანაწილებული ჩვენი სხეულის ზედაპირზე, რა დროსაც შესაძლო ტრავმები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ცნობისთვის: მე-15 სართულიდან ვარდნის დროს კაბინა საათში 45 კმ. სიჩქარით ვარდება.

არიზონის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა: ბაქტერიები ლიფტის ღილაკებზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოებრივი ტუალეტების უნიტაზებზე. ამიტომ მედიკოსები ერთხმად გვაფრთხილებენ: ლიფტის ყოველი სარგებლობის შემდეგ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა.

ასე რომ, დაიცავით უსაფრთხოების და ჰიგიენის წესები!






საინტერესოა:




საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image

როგორ ეძებენ პენსიონერები ალმასებს და....პოულობენ!

image

როგორ ცხოვრობენ მესამე სქესის წარმომადგენლები ბანგლადეშში

image

როგორი უცნაური მეთოდებით მკურნალობდნენ ძველად

image

საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ

image

უძველესი დროის უჩვეულო საბრძოლო იარაღები, რომლებიც სხვა დანიშნულებითაც გამოიყენებოდა

image

რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image

ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image

რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image






0
223
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
223