საზოგადოება ანზორ მელია 49% - „მთავარი არხი“ „იპსოსის“ კვლევას აყალბებს?! 2021, 28 ოქტომბერი, 20:04 გუშინ გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში არჩევნების მეორე ტურის წინ ბოლო წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ისევდაისევ მთავარი არხის დაკვეთით „იპსოს გლობალმა“ აწარმოა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეორე ტურში კახი კალაძე იმარჯვებს. დანარჩენ დიდ ქალაქებში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ, ხელისუფლება კი მარცხდება. არხის მტკიცებით, იპსოსის კვლევით ასეთი შედეგი დადგა ქალაქ ზუგდიდშიც, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს ნიკა მელიას მამა ანზორ მელია უპირისპირდება. კვლევის მიხედვით, „მთავარი არხი“ ამტკიცებს, რომ მეორე ტურში ანზორ მელიას მამუკა წოწერიაზე 10%-ით მეტი მხარდაჭერა ექნება. პროცენტები კი 54, 7 ანზორ მელიას დაუწერეს, 45, 3% კი ოცნების კანდიდატს. დგინდება, რომ შესაძლოა ანზორ მელიას პროცენტი ტელეკომპანიამ შეგნებულად გაუზარდა, კვლევითმა კომპანიამ კი სულ სხვა მაჩვენებელი დაწერა. ამჯერად სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იფსოს გლობალის ოფიციალურ ვებ გვერდზე ეს მონაცემები განსხვავებულადაა გამოქვეყნებული. იფსოსის ვებ გვერდზე ატვირთული გამოკითხვის ინგლისურენოვანი მონაცემების მიხედვით ზუგდიდში მეორე ტურს არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ ქართული ოცნების კანდიდატი მამუკა წოწერია მოიგებს. იფსოსის ამ სქემის მიხედვით წიწერიამ ამ კვლევის მიხედვით 51% აიღო, ანზორ მელიამ კი 49%. თუმცა ტელეარხის პირდაპირ ეთერში შეცვლილი მონაცემები მოხვდა. ისმის კითხვა: რეალურად 49% როგორ იქცა 55%-ად და რატომ გაზარდა ტელეკომპანიამ ეს მონაცემები? . . 68 1-ს მოსწონს
|