ჯინსს უამრავი ადამიანის გარდერობში შეხვდებით, თუმცა არც ისე ადვილია ისეთი შარვალი შეარჩიოთ, რომელიც უნაკლოდ მოგერგებათ. თუ ამ ათ წესს გაითვალისწინებთ, მაშინ შარვალი ნამდვილად კარგად მოგერგებათ და თქვენს სხეულს ლამაზად გამოკვეთს.
მარკირება
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721035579351.jpg)
როგორც წესი, მწარმოებლები ზომებს დუიმებში გამოსახავენ. W- წელის გარშემოწერილობას აღნიშნავს, ხოლო L-შარვლის შიდა სიგრძეს (ფეხის სიგრძე უბიდან). მითითებული ზომა რომ სანტიმეტრებში გადაიყვანოთ, გაამრავლეთ 2, 54-ზე.
ხაოიანი სტრუქტურა
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721100879351.jpg)
ბამბის კლასიკური ჯინსი სქელია და ხაოიანი. ის თხელი და პრიალა არ უნდა იყოს, თუნდაც საზაფხულო მოდელი იყოს.
უბის სიგრძე შესაკრავამდე
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721152379351.jpg)
ფოტოზე მონიშნული ადგილი 7-9 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ შარვალი ვიწროა და გაწელილია.
სწორი დგომა
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721175979351.png)
თუ სილუეტის დაგრძელება გსურთ, მაღალწელიანი შარვალი უნდა შეარჩიოთ. ამ ეფექტის მისაღწევად ნუ აიქაჩავთ ზემოთ ისეთ ჯინსს, რომელსაც მაღალი წელი არ აქვს.ეს მხოლოდ შარვლის უბეს დაამახინჯებს.
უკანა ჯიბე
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721210779351.jpg)
ყურადღება მიაქციეთ თუ როგორაა დამუშავებული უკანა ჯიბეების კიდეები. კიდეები მსხვილი გვირისტით უნდა იყოს დამუშავებული, რათა ჯიბეები მალე არ ჩამოირღვეს.
სილუეტის დაგრძელება
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721244679351.png)
მსგავსი ვერტიკალური დეტალები ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს და უფრო ჩამოსხმულს აჩენს.
ელვა შესაკრავი
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721280679351.jpg)
ელვაზე აუცილებლად უნდა იყოს ykk აღნიშვნა. ეს ფურნიტურის ცნობილი მწარმოებელია, რომლის ნაწარმსაც ჯინსის ყველა ცნობილი მწარმოებელი იყენებს. შესაკრავის კბილები და ენა ერთი ფერის უნდა იყოს.
საქამრე
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721340979351.png)
ჯინსს 5 ან მეტი საქამრე უნდა ჰქონდეს, რომ ქამარი შარვალს კარგად მოერგოს.
სახიფათო “ნაოჭები"
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721363979351.jpg)
ასეთი “ანაოჭება" მხოლოდ მაშინაა ლამაზი, როცა მუცელი ბრტყელია. სხვა შემთხვევაში ასეთი მოდელი ფიგურას მხოლოდ დაამახინჯებს და მუცელზე ზედმეტ კილოგრამებს მოგიმატებთ.
პრინტიანი მოდელები
![ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას
ეს წესები გაითვალისწინეთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202110/2021102721392379351.jpg)
იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვიზუალურად ზედმეტი კოლოგრამები არ დაუმატოთ, უარი თქვით გაფორმებაზე. მსხვილი კონტრასტული პრინტიც დამატებით მოცულობას სძენს ფიგურას და პრობლემურ ზონებს უფრო თვალშისაცემს ხდის.