რჩევები ჯინსი რომ უზადოდ მოგერგოთ, ყიდვისას ეს წესები გაითვალისწინეთ 2021, 27 ოქტომბერი, 21:49 ჯინსს უამრავი ადამიანის გარდერობში შეხვდებით, თუმცა არც ისე ადვილია ისეთი შარვალი შეარჩიოთ, რომელიც უნაკლოდ მოგერგებათ. თუ ამ ათ წესს გაითვალისწინებთ, მაშინ შარვალი ნამდვილად კარგად მოგერგებათ და თქვენს სხეულს ლამაზად გამოკვეთს.
მარკირებაროგორც წესი, მწარმოებლები ზომებს დუიმებში გამოსახავენ. W- წელის გარშემოწერილობას აღნიშნავს, ხოლო L-შარვლის შიდა სიგრძეს (ფეხის სიგრძე უბიდან). მითითებული ზომა რომ სანტიმეტრებში გადაიყვანოთ, გაამრავლეთ 2, 54-ზე.ხაოიანი სტრუქტურაბამბის კლასიკური ჯინსი სქელია და ხაოიანი. ის თხელი და პრიალა არ უნდა იყოს, თუნდაც საზაფხულო მოდელი იყოს.უბის სიგრძე შესაკრავამდეფოტოზე მონიშნული ადგილი 7-9 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, რომ შარვალი ვიწროა და გაწელილია.სწორი დგომათუ სილუეტის დაგრძელება გსურთ, მაღალწელიანი შარვალი უნდა შეარჩიოთ. ამ ეფექტის მისაღწევად ნუ აიქაჩავთ ზემოთ ისეთ ჯინსს, რომელსაც მაღალი წელი არ აქვს.ეს მხოლოდ შარვლის უბეს დაამახინჯებს. უკანა ჯიბეყურადღება მიაქციეთ თუ როგორაა დამუშავებული უკანა ჯიბეების კიდეები. კიდეები მსხვილი გვირისტით უნდა იყოს დამუშავებული, რათა ჯიბეები მალე არ ჩამოირღვეს.სილუეტის დაგრძელებამსგავსი ვერტიკალური დეტალები ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს და უფრო ჩამოსხმულს აჩენს.ელვა შესაკრავიელვაზე აუცილებლად უნდა იყოს ykk აღნიშვნა. ეს ფურნიტურის ცნობილი მწარმოებელია, რომლის ნაწარმსაც ჯინსის ყველა ცნობილი მწარმოებელი იყენებს. შესაკრავის კბილები და ენა ერთი ფერის უნდა იყოს.საქამრეჯინსს 5 ან მეტი საქამრე უნდა ჰქონდეს, რომ ქამარი შარვალს კარგად მოერგოს.სახიფათო “ნაოჭები"ასეთი “ანაოჭება" მხოლოდ მაშინაა ლამაზი, როცა მუცელი ბრტყელია. სხვა შემთხვევაში ასეთი მოდელი ფიგურას მხოლოდ დაამახინჯებს და მუცელზე ზედმეტ კილოგრამებს მოგიმატებთ.პრინტიანი მოდელებიიმისთვის, რომ საკუთარ თავს ვიზუალურად ზედმეტი კოლოგრამები არ დაუმატოთ, უარი თქვით გაფორმებაზე. მსხვილი კონტრასტული პრინტიც დამატებით მოცულობას სძენს ფიგურას და პრობლემურ ზონებს უფრო თვალშისაცემს ხდის.1979 შეფასება არ არის
|