სხვა კოტეკა, ანუ ხალიმი - დანის ტომის მამაკაცთა ტრადიციული სამოსი (და ერთადერთიც) 2021, 27 ოქტომბერი, 21:09 დანის ტომის მამაკაცთა ჩაცმულობის განსაკუთრებული თავისებურება, განმასხვავებელი ნიშანია, ხაზია "ხალიმი", რომელიც ინდონეზიურ ენაზე იწოდება, როგორც "კოტეკა". ხალიმით იწყება და მთავრდება დანის ტომის მამაკაცის გარდერობი. ჩაცმულობის ამ ერთადერთ დეტალს ამზადებენ ბოთლის გოგრისაგან (ლაგენარია).
ბოთლის გოგრა, ანუ ლაგენარია:
კოტეკას, ანუ ხალიმს იცვამენ ბიჭუნები 10 წლის ასაკიდან სასქესო ორგანოზე და ატარებენ კუბოს კარამდე. ყველაზე გრძელი ხალიმი, ბუმბულითა და ფრთებით მორთული ეკუთვნის "ვოჟდს" (რუსული სიტყვაა, ნიშნავს "ტომის მეთაურს"), დანის ტომის დანარჩენი წევრები კმაყოფილდებიან პატარა ზომის ხალიმებით. ახალგაზრდა მამაკაცები ატარებენ სწორ ხალიმს, პატარა ბიჭები და ხანდაზმული მამაკაცები - ბოლოში მოღუნულს, დაგრეხილს. განასხვავებენ სადღესასწაულო და გამოსასვლელი დღეებისათვის ხალიმებს, კოტეკებს. ხალიმი, ანუ კოტეკა ტრადიციული სამოსია ახალი გვინეის ზოგ მაღალმთიან ტომში, მათ შორის დანის ხალხისათვის. კოტეკა აცვიათ ყოველგვარი სხვა სამოსის გარეშე.
კოტეკა, როგორც სუვენირი
კოტეკას პრაქტიკული დანიშნულება აქვს - იგი იცავს დანის ტომის მამაკაცებს ჯუნგლებში (ხშირ, გაუვალ ტყეებში) გადაადგილებისაგან, რათა მცენარის გრძელმა მჭრელმა ფოთლებმა არ დაუსეროთ სხეული (უფრო სწორად, მისი პიკანტური ნაწილი). კოტეკას სიმბოლური დატვირთვა, მნიშვნელობა არ აქვს. დანის ტომში ის გამოიყენება მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს დასაფარად. ამასთანავე, პაპუასების ცალკეულ ტომებში მას სხვა გამოყენებაც აქვს: მაგალითად, ეიპოს ხალხში კოტეკას (ჰალიმს) იყენებენ, როცა მამაკაცი გაბრაზდება, ან რაღაცის შეეშინდება, ანუ მტრის მოსაგერიებლად. ხსნიან თოკს, რომლითაც სხეულზე კოტეკაა დამაგრებული და იყენებენ ამ ჟესტს მტრის პროვოცირებისათვის. სოციოლონგვისტური და პოლიტიკური თვალსაზრისით ტერმინი "კოტეკა" დღეს გამოიყენება ახალი გვინეის მაღალმთიანეთში მცხოვრები ტომობრივი ჯგუფების სახელად. მაგალითად, დასავლეთ პაპუაში ამჟამად ფუნქციონირებს კოტეკას ტომობრივი ასოციაცია, კრება. ადრე ტერმინი "კოტეკა" არასოდეს გამოიყენებოდა სოციალური, ან ეთნიკური ჯგუფის იდენტიფიცირებისათვის. ვარაუდობენ, რომ კოტეკას ტარება სექსუალური ძალის დემონსტრირების ელემენტია, მაგრამ თვითონ აბორიგები ტომები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ სასქესო ორგანოს დასაფარად ატარებენ.
დანის ტომში დაშვებულია მრავალცოლიანობა. ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია, ჰყაბდეს იმდენი ცოლი, რამდენის ყიდვასაც გაუმკლავდება. გოგონას მშობლებისაგან გამოსყიდვა ჯდება 4-5 ღორი, რაც ძალიან ძვირია, რადგან დანის ტომში ღორი ოქროდ ფასობს.
627 შეფასება არ არის
|