სხვა 13 უჩვეულო მეთოდი პროდუქტების დიდი ხნით შესანახად 2021, 27 ოქტომბერი, 20:46 ეს მეთოდები ერთი შეხედვით შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ნამდვილად “მუშაობენ". თუ კიტრს კოვზთან ერთად მოათავსებთ მაცივარში, სიქორფეს ორ კვირამდე შეინარჩუნებს. ხაჭოს და არაჟნის ქილები გადმოატრიალეთ და ისე შეინახეთ. ასე ვაკუუმის ეფექტი წარმოიქმნება, რაც ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის და პროდუქტიც უფრო დიდხანს ინახება. ფქვილი რომ მწერებისგან დაიცვათ, ჩადეთ მასში ფოლგის ნაჭერი მარწყვმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს სიქორფე, სამ ჭიქა წყალში ორი კოვზი ძმარი გახსენით და კენკრა ამ ხსნარში გარეცხეთ. პომიდორს თუ გაყინავთ, დაახლოებით ნახევარ წელს გაძლებს. მისი გამოყენება კო სოუსებსა და სუპებში შეგიძლიათ. მწვანილი რომ დიდი ხნით შეინახოთ, გაახვიეთ ქაღალდის ნოტიო ხელსახოცში, ჩადეთ პარკში, ზედმეტი ჰაერი გამოდევნეთ და საყინულეში შეინახეთ. მწვანილი აღარ გაყვითლდება და დიდხანს შეინახება ცოცხლად. პური რომ არ დაობდეს, ცელოფანში მოათავსეთ ნიახურის ღერო ყავისფერი შაქრის შენახვაში ჩვეულებრივი ზეფირი დაგეხმარებათ.მოათავსეთ რამდენიმე ზეფირი შაქრის პარკში ან კონტეინერში და სულ ესაა. ავოკადო რომ მალე დამწიფდეს, ბანანთან ერთად მოათავსეთ ერთ წურჭელში. ბანანი ეთილენს გამოყოფს, რაც ავოკადოს დამწიფებაში ეხმარება. ჩირი რომ ძალიან არ გამოშრეს, შეინახეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში, სალათის ფოთლები რომ ხრაშუნა და ქორფა იყოს, გაახვიეთ ფოლგაში. ასე დაახლოებით ორი კვირა შეინახება. გაჭრილი ლიმონი რომ არ გამოშრეს, გაჭრილ მხარეს მოაყარეთ ლიმონი და შედეთ მაცივარში. გაყინვის დროს კენკრა რომ ერთმანეთს არ მიეკრას და არ გაფუჭდეს, უმჯობესია ჯერ თეფზე ერთმანეთისგან მოშორებით დაალაგოთ და გაყინოთ, შემდეგ კი კონტეინერში გადაიტანოთ და შეინახოთ. 207 შეფასება არ არის
|