სხვა ამერიკაში ქალმა სამჯერ იმშობიარა ერთი და იგივე დღეს სამწლიანი ინტერვალით 2021, 27 ოქტომბერი, 16:15 ![]() აშშ-ში, ფლორიდაში, 32 წლის კრისტენ ლამერტმა სამი ქალიშვილი გააჩინა სამ წლიანი ინტერვალით და ყველა ერთსა და იმავე დღეს. ამის შესახებ გამოცემა Metro იუწყება. ლამერტების პირველი ქალიშვილი სოფია 2015 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. იმავე დღეს, სამი წლის შემდეგ, 2018 წლის 25 აგვისტოს მათ ოჯახს მეორე ქალიშვილი ჯულიანა შეემატათ. მრავალშვილიანი დედის თქმით, იგი ფიქრობდა, რომ შესაძლოა მისი ქალიშვილების დაბადების თარიღები დამთხვეოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ კიდევ სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 25 აგვისტოს, ცოლ-ქმარი მესამედ გახდნენ მშობლები - მათ შეეძინათ ქალიშვილი მია. სამივე ქალიშვილი ზუსტად სამი წლის სხვაობით ერთ დღეს დაიბადა: ახლა სოფია ექვსი წლისაა, ჯულიანა სამი წლის, მია კი მხოლოდ ორი თვის. ![]() 32 წლის დედამ აღნიშნა, რომ თითოეულ ქალიშვილს დაბადების დღეზე პეროსნალურად გადაეცემა ტორტი ზედ დანთებული სანთლებით. ![]() მაგალითად, ამერიკაში კამინსის ოჯახი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა მას შემდეგ, როდესაც ამ ოჯახის ხუთი და-ძმა დაიბადა სხვადასხვა წლებში და ერთი და იმავე დღეში- 20 თებერვალს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისში, ლივერპულში, ერთსა და იმავე ოჯახში ქალების სამი თაობა დაიბადა ერთ დღეს . Liverpool Echo-მ აღნიშნა, რომ ასეთი დამთხვევის ალბათობა დაახლოებით 135 ათაში ერთია. 57 4-ს მოსწონს
|