x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115350
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489320
თავისუფლება ციხეზე უფრო რთული იქნება? - სად იცხოვრებს ტარიელ ონიანი?

image

როგორც ცნობილია, ორიოდე კვირის წინ ქართველმა "კრიმინალურმა მეფემ" 69 წლის ტარიელ ონიანმა დატოვა სოტო დელ რეალის ციხე, სადაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იჯდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ტარო ციხიდან გამოსვლისანავე, დაუყონებლივ ჩაჯდა თვითმფრინავში და მოშორდა ესპანეთის სამეფოს.


image

ონიანი ე.წ "ქუთაისური კლანის" ლიდერია. სწორედ ტარო ითვლება კრიმინალური ლიდერების: ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) და ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკი) მკვლელობის ორგანიზატორად. როდესაც 12 წლის წინ ტარო "მატროსკაია ტიშინას" წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვდა, მოვიდა "ქურდული გზავნილი", რომელსაც ხელს აწერდა დედ ჰასანი, იაპონჩიკი და ოცდაათი სხვა ავტორიტეტი, სადაც იუწყებოდნენ, რომ იგი "ქურდი" აღარ იყო და ართმევდნენ ტიტულს.



სწორედ ამან გამოიწვია ყველაზე დიდი განხეთქილება ქურდულ სამყაროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამ "გზავნილის" მრავალი ხელისმომწერი, მათ შორის ვიაჩესლავ ივანკოვი (იაპონჩიკი) და თავად დედ ჰასანი, მოკლეს. მაგრამ არიან ცოცხლებიც, მათ შორის ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრესი) და ლაშა შუშანაშვილი (რუსთავსკი).


კრიმინალური გაგების თანახმად, ახლა ტაროს შეუძლია მკაცრად მოსთხოვოს მათ პასუხი მის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობის გამო.


მანამდე ესპანეთის სოტო დელ რეალის ციხეში, კიდევ ერთმა კრიმინალურმა ლიდერმა, შაქრო კალაშოვმა, (შაქრო მოლოდოი) მოიხადა სასჯელი. ეს არის ტაროს მთავარი მოწინააღმდეგე ქურდული ოლიმპისთვის ბრძოლაში. ახლა მათ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ საკითხი: ვინ არის მთავარი?


გამოცემა Life-ის წყარო, რომელიც იცნობს კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებას, ვარაუდობს, რომ შესაძლოა ტარო და შაქრო დაზავდნენ.რადგან ქურდული სამყარო ახლა განადგურების საფრთხის წინაშე დგას და არავის სჭირდება ახალი სისხლიანი ომი და ამასთანავე ძალოვანი სტრუქტურები იმ დონეზე აღარა, როგორც ეს 20-25 წლის იყო და ისინიც აღარ დაუშვებენ მის გაჩაღებას.


სავარაუდოდ, ესპანეთის დატოვების სურვილის გამოცხადებით, ტარო ცდილობს იქაური სამართალდამცავების სიფხიზლე მოადუნოს, რადგან ტაროს ამ ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი საქმე დარჩა.



ტარო ჯერ კიდევ 1991 წელს წავიდა საფრანგეთში, შემდეგ დასახლდა ესპანეთში და იქ სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო . ონიანმა და კალაშოვმა გადაწყვიტეს "ქურდული ობშიაკის" ლეგალიზება ანუ ფულის გათეთრება, რომლის ინვესტირებაც ესპანურ უძრავ ქონებაში მოახდინეს. უახლოესი მეგობრები ბიზნესპარტნიორებიც გახდნენ.

imageფოტოზე: ტარიელ ონიანი ცენტრში, შაქრო კალაშოვი მარჯვნივ



იდეამ შესანიშნავად იმუშავა, თუმცა 2005 წელს ადგილობრივმა პოლიციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია "კრაზანა ": ოთხასმა თანამშრომელმა ვერტმფრენების, ჯავშანტექნიკის და სხვა აღჭურვილობის გამოყენებით დააკავა კრიმინალური ბანდის 28 წევრი, რომელიც შედგებოდა რუსეთის, საქართველო და უკრაინის მოქალაქეებისაგან. ტარომ გაქცევა მოახერხა და დატოვა თავისი არასრულწლოვანი ქალიშვილი გვანცა, რომელსაც გარკვეული დროის კატალონიის ბავშვთა სახლში ცხოვრება მოუწია.

imageფოტოზე: ონიანის ქალიშვილი გვანცა


ტარო რუსეთში დაბრუნდა როგორც მდიდარი კაცი - ზოგიერთი წყაროს მიხედვით მისი ქონება მაშინ 400 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ონიანი ასევე თვლიდა, რომ ავტორიტეტისთვის სამარცხვინო არ იყო ბიზნესის კეთება და მეგობართან, რესტავრატორ გელა ცერცვაძესთან ერთად., დააარსა კომპანია Expressstrade.

image


დანაშაულებრივი სამყაროს მაშინდელმა ლიდერმა დედ ჰასანმა ონიანის მზარდი გავლენა საფრთხედ მიიჩნია და "არაქურდულ საქციელში", ანუ კომერციულ საქმიანობაში ბრალი დასდო.


ჰასანმა ესპანური და ევროპული მიმართულებების „მაყურებლად“ ლაშა შუშანაშვილი (რუსთავსკი) დააყენა. ამაში მას მხარს უჭერდა შაქრო, რომელიც მაშინ ესპანეთის ციხეში იჯდა.


რუსთავსკი ტაროს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და საერთო ქურდული ფონდიდან ფულის "მოტეხვაში" ადანაშაულებდა.


თანდათანობით, ტარო შეავიწროვეს და ესპანეთში გაჭრილ ფულის კეთების წყაროებს ჩამოაშორეს .. მისი კოლეგების კრიმინალურმა ქმედებებმა და ინტრიგებმა შედეგი გამოიღო და ონიანს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტაროს უარყოფითად ახასიათებოდნენ, მას გულჩათხრობილ, თავხედ და სასტიკ ადამიანად თვლიდნენ. ორი წლის წინ ტარო გაათავისუფლეს ორენბურგის ოლქის მე-6 სპეციალური რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიიდან, რომელიც ცნობილია როგორც „შავი დელფინი“, სადაც ის 10-წლიან სასჯელს იხდიდა გამოძალვისა და გატაცებისთვის და მაშინვე დააკავეს ესპანეთის მოთხოვნით.


თავდაპირველად ესპანეთმა ტარო დამნაშვაედ სცნოს როგორც კრიმინალურ დაჯგუფების და ფულის გათეთრების მონაწილე. ექსტრადიციის შემდეგ ონიანს მხოლოდ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის მიუსაჯეს ორწელიწადნახევარი - რადგან ფულის გათეთრებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება იყო ექსტრადირების ერთ-ერთი პირობა.

imageფოტოზე: ტარიელ ონიანი თვითმფრინავის ბორტზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ



ახლა ტარო კანონის წინაშე სუფთაა და აქვს შესაძლებლობა სრულიად ლეგალურად დასახლდეს ესპანეთში, ვინაიდან რუსეთში ონიანის მიერ მულუხოვის სახელით აღებული რუსული პასპორტი უკანონოდ ითვლება


ესპანეთის კანონმდებლობით, თუ მოქალაქეობის არმქონე პირს ესპანეთში გაასამართლებენ და ის იქ იხდის სასჯელს, მაშინ მას აქვს უფლება მიიღოს მოქალაქეობა.




ონიანი ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში ამომრჩევლად არის დაფიქსირებული, რაც შეიძლება იმას მიუთითებდეს, რომ ტაროს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მასზე საჯაროდ თქვა უარი.ამიტომ, ტაროს გათავისუფლების შემდეგ, ის შეიძლება სამშობლოშიც დაბრუნდეს .ამბობენ, რომ ტარო იცნობდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროს კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ნამდვილი ომი დაიწყო.



არ არის გამორიცხული ტარო თურქეთშიც ჩავიდეს.ორი წლის წინ, ტაროს ესპანეთში ექსტრადირებამდე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ონიანის რუსული ციხიდან გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მისი მეგობრები სავარაუდოდ ცდილობდნენ მოლაპარაკებას მის საქართველოში გადმოყვანაზე, საიდანაც მას თურქეთში გადაიყვანდნენ,


სანამ ტარო ციხეში იჯდა, საქმეებს გარეთ მისი ერთგული მერაბ ჯანგველაძე (სოხუმსკი) "აჩალიჩებდა"


მერაბი ტაროსთან ერთად გადავიდა ევროპაში 1991 წელს .იქ მას ასევე მოუწია ოთხი წელი ციხეში ჯდომა სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულისთვის.

ახლა უკვე მერაბი დიდი ხანია ცხოვრობს თურქეთში, ზღვისპირა ვილაში, სადაც სტუმართმოყვარეობით მიიღო მრავალი კანონიერი ქურდი.

დიდი ალბათობით ყველაზე მეტი კანონიერი ქურდი ყოფილი სსრკ-დან სწორედ თუთქეთში ცხოვრობს.ბოლო წლებში ქურდების ე. წ. "სხოდკებიც" სწორედ აქ იმართება.

imageფოტოზე:მერაბ ჯანგველაძე და ტარიელ ონიანი



ტაროს შეუძლია თურქეთში გადასვლა და იქიდან მართოს კრიმინალური სამყარო, როგორც თავის დროზე ამას ცდილობდა აწ უკვე მოკლული ნადირ სალიფოვი (ლოთუ გული).




მიუხედავად იმისა, რომ ჯანგველაძეც და ონიანიც რუსეთში პერსონა ნონ-გრატად აღიარეს, შესაძლოა, ტარო რუსეთშიც ჩავიდეს.


ესპანეთიდან პირველად გაქცევის შემდეგ, სწორედ რუსეთში გახდა ცნობილი ონიანი - მისი სახელს "შავ სამყაროში"რიდით და პატივისცემით მოიხსენიებდნენ.ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოახდნენ თუ არა რეაგირებას სამართალდამცავი მისი რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში და ამასთანავე აპატიებენ ადილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები ონიანს იაპონჩიკის მკვლელობას?



ყოველ შემთხვევაში როგორც ცნობილი გახდა, ტარიელ ონიანი ესპანეთის დატოვების შემდეგ ჯერჯერობით რჩება ევროპაში, მაგალითად გამოცემა kompromat-ის ინფორმაციით, ონიანი სავარაუდოდ ახლა იმყოფება რიგაში, ლატვიის დედაქალაქში.

0
1452
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0