x
მეტი
  • 26.01.2022
  • სტატია:116444
  • ვიდეო:353139
  • სურათი:490307
ქალმა ბიზნესი ააწყო, მილიარდი იშოვა და შემდეგ ყველა თანამშრომლს "საოცნებო მოგზაურობა" მოუწყო
image

Spanx-ის დამფუძნებლის, სარა ბლეიკლის სახელი ახლა ყველასთვის ცნობილია შეერთებულ შტატებში, რადგან მისი ისტორია არის "ამერიკული ოცნება" სუფთა კლასიკური გაგებით. მცირე "გარაჟის" ბიზნესიდან მან შეძლო მრავალმილიონიანი კომპანიის შექმნა. მაგრამ, მთავარ ისაა, რომ ახლა მისი სახელს სულ უფრო ხშირად ახსენებენ მისი გასაოცარი გულუხვობის გამო, რომელიც გამოიჩინა საკუთარი თანამშრომლების მიმართ.

გოგონას იურისტობა სურდა, თუმცა ორჯერ ჩაიჭრა გამოცდებზე და ამის შემდეგ იძულებული გახდა სამუშაო ეშოვა. სარა დასაქმდა სავაჭრო სფეროში, დროთა განმავლობაში კი აიმაღლა კვალიფიკაცია და გახდა მენეჯერი.

მაგრამ მას უფრო მეტი სურდა. სარა საცხოვრებლად ატლანტაში გადავიდა, განაგრძო გაყიდვების სფეროში მუშაობა, თან პარალელურად საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.

არჩევანი მაკორექტირებელ საცვლებზე შეაჩერა. სწავლის პერიოდშიც კი გოგონა ბრაზობდა ტრუსის და კოლგოტის გამოშვერილ ნაწიბურებზე, ამიტომ მას ფაქტიურად მაკრატლის ტარება უწევდა, რათა სამომხმარებლო საქონლისგან ღირსეული გარდერობის ნივთი გაეკეთებინა. გააცნობიერა, რომ ეს პრობლემა მშვენიერი სქესის ბევრ წარმომადგენელს აწუხებდა და შესაძლოა ამ საქმიდან კარგი მოგება ჰქონოდა.

image

სამსახურის შემდეგ და შაბათ-კვირას იგი სწავლობდა სხვადასხვა ტრიკოტაჟის ნაწარმს და დადიოდა ქსოვილის მაღაზიებში, რათა გაეგო, როგორ გაეკეთებინა კომფორტული საცვლები.

როდესაც, ორი წლის შემდეგ, სარამ გადაწყვიტა, რომ საკმარისად ერკვეოდა ამ სფეროში, აღმოჩნდა, რომ ოცნების განსახორციელებლად სახსრები თითქმის არ ჰქონდა - მხოლოდ 5 ათასი დოლარი, ისეც მისი შრომითი დანაზოგი. არც ერთ ფაბრიკას არ სურდა ასე მცირე მოცულობის სამრეწველო პოტენციალზე მუშაობა, სანამ, საბოლოოდ, 2000 წელს, ერთი დამწყები დიზაინერი არ დათანხმდა.


image

სარას ფული არ ჰქონდა, მითუმეტეს რეკლამისთვის, ამიტომ გოგონამ მიმართა, როგორც ძველ გამოცდილ "სარაფანის რადიოს", ასევე პირდაპირი გაყიდვების მეთოდს, მაგალითად, იმისათვის, რომ დაერწმუნებინა მოდის ბუტიკების ქსელის წარმომადგენელი, ეყიდა მისი საქონელი, სარა მენეჯერს პირდაპირ ტუალეტში მიათრევდა, სადაც საკუთარ თავზე მორგებული საცვლების დემონსტირებას ახდენდა - თუ როგორ გამოიყურებოდა მისი სხეულის ფორმები თეთრეულის გამოყენებამდე და მის შემდეგ.

image

ერთხელაც სარას მოუწია ცნობილი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის დარწმუნება რათა ტელედივას მისი კოსტუმი ჩაეცვა. შედეგმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ოპრამ, მის სამოსში ორი კილოგრამი "დაიკლო". შედეგად, ტელეჟურნალისტმა Spanx-ის რეკლამა პირდაპირ ეთერში გაავრცელა, მეორე დღეს კი სარას საიტი "გადაიწვა", მსურველების ნაკადისგან. მათ შორის იყვნენ ცნობილი ვარსკვლავებიც.

image

image

სარა ზუსტად არავის უმხელდა, რამდენს შოულობდა, - თავის საქმროსაც კი. ასე რომ, არავის გაკვირვებია, როდესაც სარამ Spanx-ის საკონტროლო აქციები 1, 2 მილიარდ დოლარად გაყიდა. ამრიგად, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომელმაც წარმატებას მიაღწია მშობლების ან ქმრის დახმარების გარეშე.


image

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. 50 წლის სარამ არა მარტო შეძლო კომპანიის აღორძინება, არამედ მეტიც; შეძლო ამ „ბედნიერების განაწილება" საკუთარ თანამშრომლებზე და დაურიგა მათ პრემიები.

image

Spanx-ის 500-ზე მეტი თანამშრომელს მიეცა შესაძლებლობა ეყიდა პირველი ან ბიზნეს კლასის თვითფრინავის ბილეთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და მოგზაურობის დროს თითოეულს გამოუყო 10 ათასი დოლარი "ჯიბის ხარჯებისთვის".

ახლა თანამშრომლებს კიდევ უფრო უყვართ სარა და მის გამოცდილებას ყველა ბიზნეს სკოლაში ასწავლიან.

2
726
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
726
  
2021, 28 ოქტომბერი, 12:27
საქართველოს პრემიერ მინისტრად რომ დავნიშნოთ ვერა????
2021, 27 ოქტომბერი, 0:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2