x
image
ლანა92
გაიცანით ველური ტომები საოცარი უნარებით: ჯარავა, ბაჯაო, პენანი, იალი...

image

სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ტომის საოცარ უნარებსა და შესაძლებლობებს.

ტომებმა ათასობით წლები გაატარეს ველურ ბუნებასთან მჭიდრო კავშირში, რამაც მათ ასწავლა, საოცარი სიზუსტით შეისწავლონ, წაიკითხონ სამყაროს უმცირესი ნიშნები: შეიგრძნონ კლიმატის ცვლილებები; ტყესა და ზღვაზე შეძლონ ბრწყინვალე ნავიგაცია; შეძლონ ყინულის ლოდების გადაადგილების პროგნოზირება; მოიპოვონ წყალი და საკვები.

1. ჯარავას ტომი (ინდოეთი) - საკვებისა და წყლის მოპოვების საოცარი უნარი

image

"-მე ვარ ამ ადგილების ნაწილი, - ამბობს დავი იანომამი. მე ტყეში დავიბადე და კარგად ვიცნობ მას. "

გვალვისას ჯარავას ტომი წყლის სახით, ტენიანობის წყაროდ იყენებს როტანგის პალმის წვენს. ველური თაფლის შეგროვება როცა სჭირდებათ, როტანგის პალმის წვენს ასხურებენ სკებს და ფუტკრებიც მიფრინავენ, ეცლებიან იქაურობას.

2. ბაჯაოს ტომი, ანუ "ზღვის ბოშები" - წყალქვეშ მხედველობის საოცარი უნარი

image

ანდამანის ზღვის სანაპიროზე მომთაბარე მოკენის ხალხიდან გამოსულ ბაჯაოს ტომს, ანუ "ზღვის ბოშებს" განუვითარდათ წყალქვეშ ხედვის საოცარი უნარი, რის წყალობითაც ისინი ახერხებენ ზღვის ფსკერზე საკვების მოპოვებას. ბაჯაოელების მხედველობა ევროპელებთან შედარებით 50 %-ით უკეთესია.

3.მოკენის ტომი (ტაილანდი)

image

მოკენის ტომის ისტორია ზეპირად გადაეცემა თაობიდან თაობას, ლეგენდების, თქმულებების სახით. ლეგენდები სავსეა ზღვის, ქარებისა და მთვარის ციკლების შესახებ ღრმა ცოდნით. მაგალითად, ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს ავისმომასწავებელ ლა-ბუნზე - "ტალღაზე, რომელიც ჭამს ადამიანებს". როგორც კი ლა-ბუნი იწყებს დედამიწაზე ჩამოსვლას, ზღვა შიშისაგან უკან იხევს.

2004 წელს, დამანგრეველი ცუნამის წინ, წყალმა უკან დაიხია, შემცირდა, რაც ტაილანდის სოფელ მოკენის მცხოვრებლებმა, ტომის უხუცესმა წევრებმა მიიჩნიეს ავ ნიშნად და ტურისტებთან ერთად, თავიანთი მეგობრებიც უახლოეს გორაკზე მიიყვანეს.

4.პენანის ტომი (ბორნეოს ტროპიკული ტყეები)

ბორნეოს ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს პენანის ტომი. ეს ხალხი ნადირობს ველურ ღორებზე ნახევარ მეტრამდე სიგრძის ხის ჩასაბერი მილების საშუალებით, საიდანაც პენანის ტომელები ისვრიან ადგილობრივი ხის შხამიანი წვენით დასველებულ ისრებს. ამ შხამისაგან ცხოველები პარალიზდებიან და საჭირო ხდება მხოლოდ მათი სახლში წაღება. 1960-იან წლებამდე პენანის ტომი ცხოვრობდა მომთაბარედ და ტყეში ერთმანეთს ეხმიანებოდნენ სიგნალების კომპლექსური სისტემით, რომელიც მოიცავდა ჩხირებისა და ფოთლების სიმბოლოებს - "ორუ"-ს. "ორუ"-ს დახმარებით შესაძლებელი იყო ინფორმირება, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ადამიანი მშიერია, ან ავადმყოფი.

1970-იან წლებში პენანის ტომის მიწაზე მოვიდნენ თეთრკანიანები, თეთრი ადამიანები, გაჩეხეს ტყე, ზეთისხილის პალმის პლანტაცია დარგეს, გაატარეს გაზსადენი მილი და ააშენეს ჰიდროელექტრო სადგურები.

5. იანომამისა და იალის ტომები და მედიცინა

image

ტომებად მცხოვრებ ხალხებს აქვთ ენციკლოპედიური ცოდნა სხვადასხვა ცხოველის, ხილისა და ბალახის შესახებ. მაგალითად, იანომამის ტომი ყოველდღიურად იყენებს 500-მდე სახეობის მცენარეს. დასავლეთ პაპუადან იალის ტომის წარმომადგენლები განასხვავებენ ტკბილი კარტოფილის სულ მცირე 49 სახეობას და ბანანის 13 სახეობას. იალის ტომმა უკვე იცის, რომელი მცენარე რის სამკურნალოდ გამოიყენოს. კოპაიას ქერქს იყენებენ თვალის ინფექციების სამკურნალოდ, გრეგის აკაციის წვენისაგან დამზადებულ ღვინოს - დიარეასათვის (ფაღარათი), დაქუცმაცებული ფოთლების არომატს ყნოსავენ გაციებისა და გულისრევის შეგრძნების დროს.

თანამედროვე მედიცინაში არაერთი პრეპარატი შეიქმნა ველური ტომების დაკვირვებისა და გამოცდილების გათვალისწინებით და გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. მაგალითად, მცენარე კურარას შხამი, რომელსაც იყენებენ იანომამის მონადირეები ნადავლის პარალიზებისათვის, დასავლურ მედიცინაში კუნთების დამამშვიდებელ საშუალებად გამოიყენება.

ცხოველებისადმი მიბაძვა

ველური ტომების უმეტესობას საოცარი ნიჭი აქვს, მიბაძოს ცხოველებს. მაგალითად, პიგმეები ისე ზუსტად ბაძავენ უბედურებაში მყოფი ანტილოპას ხმებს, რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ, ცხოველი თავშესაფრიდან გამოიტყუონ. ციმბირელი მონადირეები ძალიან კარგად ბაძავენ ჩრდილოეთის ირმის ტირილს, აკეთებენ იმიტაციას.

https://bigpicture.ru/potryasayushhie-navyki-i-umeniya-plemennyx-narodov-mira/

1
249
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
249
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1