x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მითხარი რა ხარ, თორემ დაგარტყამ კიდევ ერთხელ" - ბათუმში არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან (ვიდეო)

imageაჭარაში ბულინგის შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მერვე კლასის მოსწავლე გოგონას თანატოლებმა ჯერ სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ვიდეოც გადაუღეს და Tik Tok-ზე განათავსეს.

კადრებში ისმის, როგორც ამცირებენ და აგინებენ გოგონას: "მითხარი რა ხარ, თორემ დაგარტყამ კიდევ ერთხელ" - ისმის ვიდეოში...

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.როგორც ირკვევა როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით სკოლაში დაბარებული გოგონების მშობლები.

როგორც სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტის გაცნობიდან მალევე მომხდართან დაკავშირებით ის შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა.


"მივმართე, ვისაც შემეძლო - სამინისტროს, რესურსცენტრს, ფსიქო-სოციალური მომსახურების სააგენტოს. გავაკეთეთ რეფერალი. ბავშვებთან იმუშავებენ ფსიქოლოგები. რაც მოხდა, იმაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. უფრო დიდია მიზეზი, ვიდრე მე შეიძლება 1 წინადადებით ვთქვა. ამიტომაც ფსიქომომსახურების სააგენტოს იმიტომაც მივმართე, რომ ამ ბავშვებთან იმუშაონ ფსიქოლოგებმა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

სკოლის დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ მომხდარა.


1
912
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
912
  
2021, 27 ოქტომბერი, 0:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1