x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ

I. 2015 წელს პარიზში განხორციელებული ტერაქტების დროს, იმის გამო, რომ ტერორისტები სასტუმროს აფეთქებით იმუქრებოდნენ, გერმანიის საფეხბურთო გუნდს, პოლიციამ იმ სტადიონის დატოვების უფლება არ მისცა, რომელზეც ისინი საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდნენ. გერმანელმა ფეხბურთელებმა ღამე სტადიონზე, ლეიბებზე გაათენეს. ხოლო, მათმი მოწინააღმდეგე ფრანგი ფახბურთელები, სოლიდარობის ნიშნად, სტადიონზე დარჩნენ.


image


II. ბრაზილიის ნაკრები — ერთადერთი გუნდია, რომელმაც მონაწილეობა ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო. ამასთან ის, ამ ჩემპიონატში, ყველაზე წარმატებულიც არის: ბრაზილიამ ის 5–ჯერ მოიგო.


image


III. ფეხბურთის მოედანზე ბალახს, სხვადასხვა მიმართულებით, მონაცვლეობით თიბავენ, რაც მას ზოლიანის იერს ანიჭებს.


IV. 2020 წელს, ერთმანეთის კონკურენტმა, მექსიკურმა ნარკოკარტელებმა «ამხანაგური» მატჩის გამართვა გადაწყვიტეს. შეხვედრა მალე სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა... შედეგი კი, ასეთი იყო: 16 მოკლული და 5 დაჭრილი.


V. შოტლანდიაში გამართული საფეხბურთო მატჩის დროს, «ჭკვიანმა» კამერამ გვერდითი მსაჯის მელოტი თავი, ბურთად ჩათვალა და მატჩის დროს, თვალს სწორედ მას ადევნებდა. შედეგად, მთელი მატჩის მსვლელობისას, ტელემაყურებელი თამაშის ნაცვლად, მსაჯს უყურებდა.


image


VI. ბენიტო მუსოლინი იტალიური ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და ის იმასაც კი შეეცადა, რომ «გოლი» (მან ამ სიტყვის წარმოთქმა აკრძალა), «მეტა»–თი ჩაენაცვლებინა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ფეხბურთმა ეს ტერმინი ვერ შეითვისა.


VII. ცნობილი ფეხბურთელი და მეკარე ლევ იაშინი — ჰოკეის მეკარეც იყო. მას ჰოკეის ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდაც კი იწვევდნენ, მაგრამ მან უარი თქვა და ფოკუსირება მხოლოდ ფეხბურთზე გადაწყვიტა.


image


VIII. ფეხბურთის მსაჯს მოედნიდან საკუთარი თავის გაგდება შეუძლია. ცნობილია 2 შემთხვევა, როდესაც არბიტრმა ბარათი საკუთარ თავს აჩვენა: მელვინ სილვესტერმა, მას შემდეგ რაც მოთამაშემ მას ხელი ჰკრა, საპასუხოდ, რამდენჯერმე დაარტყა. ხოლო შემდეგ, მინდორი წითელი ბარათით დატოვა. მეორე მსაჯი, რომელმაც მოედანი საკუთარი ნებით დატოვა – ენდი უეინი იყო. ის, მორიგი პროტესტის შემდეგ, მუშტებით მივარდა მეკარეს და მის ცემას აპირებდა. მაგრა, მანამდე შეჩერდა, ვიდრე დაპირისპირება მათ შორის, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზრდებოდა და მოედანი დატოვა.


IX. «ატლეტიკ ბილბაოს» საფეხბურთო კლუბში მხოლოდ ბასკური წარმომავლობის ფეხბურთელებს და იმ უცხოელებს შეუძლიათ თამაში, ვინც ბასკების ქვეყანაშია გაზრდილი.



image


X. ფეხბურთის ყველა მოყვარულმა და ამ თამაშის გულმხურვალე გულშემატკივარმა იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშის სამშობლო ინგლისია. მაგრამ, ეს ასე არ არის!.. სინამდვილეში, ფეხბურთის სამშობლო ჩინეთია! გაგრძელება >>>


image


imageimageimageimage




3
453
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
453
  
2021, 3 ნოემბერი, 9:29
IX- არ არის ეგრე მარტო დაბადება,გაზრდა არაფერს ნიშნავს. ეგ არის ცუდი ინტერპრეტაცია ამ წესის,ერთხელ თქვა ვიღაცამ და აიტაცა ყველამ. ატლეტიკის ღირებულებებს და ტრადიციებს უნდა გამოხატავდნენ,იმ სისტემას უნდა შესაბამებოდნენ,რაც ამ კლუბშია. შეიძლება დაბადებული იყოს ბასკეთში,მარა არ გააკარონ ატლეტიკს,მაგრამ შეიძლება გაზრდილი არ იყოს ბასკეთში,არც დაბადებული,მარა წარმოშობით ბასკი იყოს და იზიარებდეს იმ ღირებულებებს,რაც კლუბს აქვს.
აქვე,ატლეტიკის სტადიონს სან მამესი ანუ კათედრალი ქვია და მადრიდის ატლეტიკო მათი დაარსებულია. ბასკურად ატლეტიკი და ასეც მოიხსენიებდნენ მადრიდის ატლეტიკი. პირველი ფორმა და ფერებიც ერთნაირი ამიტომ აქვთ. სულ სამი გუნდია ლა ლიგაში,რომელიც არასოდეს გავარდნილან ბარსელონა,რეალი და ატლეტიკი.

რაც შეეხება ფეხბურთის სამშობლოს,ინგლისი ვიცოდი და ჩინეთი არ გამიგია ნამდვილად. როგორც ცნობილია,ინგლისის კოლონია იყო და შეიძლება ეგრე ამიტომ ამბობენ. ერთი კი არის,დაიბადა ინგლისში/ჩინეთში,განვითარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში
2021, 28 ოქტომბერი, 14:18
მაყურებელი შემეცოდა :)
2021, 27 ოქტომბერი, 9:52
მე-5 კარგი იყო :))))
0 1 3