კინო მონიკა ბელუჩის 10 ყველაზე სექსუალური როლი 2021, 24 ოქტომბერი, 19:29
კითხვაზე თუ რომელი ქალი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ლამაზად ბევრ ადამიანს თავში მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებს და ეს რაღა თქმა უნდა, მისი აღმატებულება - მონიკა ბელუჩია. ამ ვნებიანმა, შავგვრემანმა იტალიელმა პირველივე გამოჩენისთანავე მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. ალბათ დამეთანხმებით, რომ არსებობს მასში რაღაც განსაკუთრებული, რაც პირველივე ნახვისთანავე გატყვევებს და გაჯადოებს. ქალურობისა და სრულყოფილი სილამაზის ნამდვილი განსახიერება მონიკა ბელუჩი დღემდე, ასაკისდა მიუხედავად, მილიონობით მამაკაცის აუხდენელ ოცნებად რჩება. "სილამაზე "ფერარის" ჰგავს, ისწავლეთ მისი მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მთელი ცხოვრება ამაოდ, ავტოფარეხში დარჩება, " - ამბობს მონიკა ბელუჩი, რომელმაც საკუთარი გარეგნობის ფასი ყველაზე უკეთ იცის. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალბატონი, რომელსაც 30 სექტემბერს 57 წელი შეუსრულდა, თავისი ხანგრძლივი კინოკარიერის განმავლობაში როლებს ყოველთვის საკუთარი სილამაზის შესატყვისს - თავხედურს, სახიფათოსა და გამომწვევს ირჩევს. მოდით ვნახოთ რომელია მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალის ტიტულის მფლობელის მონიკა ბელუჩის 10 ყველაზე სექსუალური როლი.
"მალენა"
ქვრივი მალენა ქალაქში ყველა მამაკაცის ოცნებად გვევლინება, თუმცა გოგონას საკუთარი სილამაზე საკმაოდ ძვირი უჯდება. ქვრივი მალენა მამაკაცების ოცნებისა და ქალების შურის საგანი ხდება. "მე ვიყავი 13 წლის, როდესაც პირველად ვიხილე ის. გავიდა ხანი, მე მიყვარდა მრავალი ქალი, და როდესაც ჩვენ ახლო ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან, ისინი მეკითხებოდნენ: მეხსომებოდნენ კი ისინი? და მე ვპასუხობდი: კი, მეხსომებით. მაგრამ ერთადერთი, რომელსაც მე არასდროს დავივიწყებ, ესაა ის, რომელსაც არასდროს უკითხია — მალენა".
თუმცა, მათ თავდასხმებს ის ყოველთვის დედოფლის ღირსებით იტანდა. ასეთი გმირის თამაში მხოლოდ ბელუჩის თუ შეეძლო. 2000 წელს რეჟისორ ჯუზეპე ტორნატორეს მიერ გადაღებულ მელოდრამაში შესრულებული როლით, ცხადი გახდა რომ ვარსკვლავურ ცაზე მონიკა ბელუჩის სახით ახალი სექს-სიმბოლო გაბრწყინდა.
"დახვრიტე ისინი"
კომიქსის სტილში გადაღებულ საბრძოლო ფილმში ბელუჩიმ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი - დონა განასახიერა.
სწორედ მონიკას პიკანტურმა სცენებმა გადაარჩინა ფილმი გაქირავებაში საბოლოო ჩავარდნას.
"მატრიცა: გადატვირთვა"
მართალია, ლეგენდარული "მატრიცის" გაგრძელება ბევრს არ მოეწონა, თუმცა მაყურებელი ერთ რამეზე შეთანხმდა: წითელ ლატექსის კაბაში გამოწყობილი მონიკა ბელუჩი პერსეფონეს როლში მართალაც რომ სექს - ბომბა იყო.
"ასტერიქსი და ობელიქსი: მისია კლეოპატრა"
ისტორიკოსების მტკიცებით, სინამდვილეში კლეოპატრა არც ისე ლამაზი იყო: მას ჰქონდა დიდი ცხვირი, თხელი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი.
ასე რომ, კლეოპატრას როლზე მონიკას დამტკიცებით, ფილმის შემქნელებმა ეგვიპტის დედოფალი ოდნავ რომანტიკული გახადეს. და მით უკეთესი: მგრძნობიარე სილამაზე და მაცდუნებელი სექსუალობა არც კომედიურ ჟანრს აწყენს.
"დრაკულა"
მონიკამ გოთიკურ დრამაში ვამპირის ერთ - ერთი საცოლის როლი განასახიერა, და უნდა აღინიშნოს, რომ სიფერმკრთალე მსახიობს მხოლოდ მოუხდა.
სცენა, რომელშიც მონიკა გამჭვირვალე ტუნიკით ჩნდება, დღემდე ყველას ერთნაირად აღაგზნებს.
"ბინა"
სწორედ "ბინის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო ბელუჩიმ თავისი მომავალი (ყოფილი) მეუღლე ვენსან კასელი. ასე რომ, კადრში ვნება სრულიად რეალურია, მეტიც, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ფილმში ამ ყოველივეს დემონსტრირება "მეტისმეტიც კი იყო".
"შეუქცევადი"
გასპარ ნოეს დრამაში აღბეჭდილი შოკისმომგვრელი სისასტიკის მიუხედავად, მონიკა ბელუჩის მონაწილეობით ეროტიკული ეპიზოდები, უდაოდ ხელოვნების ცალკე სახეობაა, ხოლო პატარა აბრეშუმის კაბა, რომლითაც მონიკას გმირი წვეულებაზე ჩნდება საერთოდ უკონკურენტოა.
"დობერმანი"
ყაჩაღი მეტსახელად დობერმანი (ვენსან კასელი) და მისი მებრძოლი მეგობარი გოგონა (მონიკა ბელუჩი) 1990-იანი წლების ბონი და კლაიდი გახდნენ. ამ კრიმინალურ დრამაში როგორ შეიძლება არ აღფრთოვანდე ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის წყვილით? "დობერმანის" გადაღების დროს მსახიობებს თავბრუდამხვევი რომანი ჰქონდათ, რამაც ისინი ქორწინების გადაწყვეტილებამდეც კი მიიყვანა. ასე რომ, ეკრანულ წყვილს იანსა და ნატალის შორის გაჩენილი ნაპერწკალი მაღალი ძაბვის მავთულებზე უფრო ძლიერი იყო.
"ძმები გრიმები"
ბელუჩის მიერ შესრულებული ბოროტი დედოფალი მთელი ფილმის განმავლობაში ისე ოსტატურად იტყუება, რომ თავად ეშმაკიც კი მოაწერს ხელს კაპიტულაციის აქტს უბრძოლველად.
"მგლის საძმო"
მონიკა ბელუჩი მჭიდროდ მომდგარ დეკოლტირებულ კორსეტში, პარიკსა და მაქმანებიან ვუალში მართლაც რომ საოცრად სექსუალურად გამოიყურება.
|