საზოგადოება ,,სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გამოსახატად"-ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევის გამო 2021, 24 ოქტომბერი, 11:35 ტრაგედია ნიუ-მექსიკოში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადასაღებ მოედანზე მოხდა. 63 წლის ალეკ ბოლდუინმა, რომელიც ფილმში მონაწილეობს, შემთხვევით ესროლა და მოკლა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰაჩინსი და დაჭრა 48 წლის რეჟისორი ჯოელ სიუზა. ჰაჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სიუზა კრიტიკულ მდგომარეობაშია საავადმყოფოში. მსახიობმა პირველი კომენტარი თვითერის საშუალებით გააკეთა: 34 შეფასება არ არის
|