ტრაგედია დატრიალდა გადასაღებ მოედანზე, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბოლდუინმა ოპერატორი მოკლა ხოლო რეჟისორი მძიმედ დაჭრა
საშინელი ტრაგედია დატრიალდა ფილმის გადასაღებ მოედანზე, ნიუ-მექსიკოს შტატში სანტა-ფეს მხარეში, სადაც ერთერთ რანჩოში. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ალეკ ბოლდუინმა შემთხვევითი გასროლით მოკლე ოპერატორი ქალი გალინა ხატჩინსი და მძიმედ დაჭრა ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა.
ხატჩინსი მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რეჟისორის მდგომარეობა კრიტიკულია.
გადაღებისას იარაღმა არ გაისროლა, მსახიობი ოპერატორისა და რეჟისორის მხარეს შებრუნდა და სწორედ ამ დროს მოხდა ორი გასროლა რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.
როგორც წესი იარაღი უნდა ყოფილიყო დატენილი ფუჭი ვაზნებით, როგორც ეს ხდება ზოგადად მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღებისას, ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ აღმოჩნდა საბრძოლო ტყვიები იარაღში.
მსახიობი პოლიციამ დაკითხა, თუმცა ჯერ არც დაუკავებიათ და არც ბრალია წაყენებული.
პოლიციამ უკვე დაიწყო მომხდარი ტრაგედიის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები.
"ვესტერნების გადაღებაში ის უპირატესობაა, რომ თავისუფალ დროს შეგიძლია ცხენით გაისერინო"-ასეთი სიტყვები დაწერა 42 წლის ოპერატორმა გალინა ხატჩინსმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, მეორე დღეს კი ის გადასაღებ მოედანზე დაიღუპა შემთხვევითი გასროლით იარაღიდან გასროლილი ტყვიით, რომელშიც როგორც წესი ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო.
გალინა წარმოშობით უკრაინიდან იყო, დაამთავრა კიევის სახლემწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მუშაობდა გამომძიებელ-ჟურნალისტად, დიდ ბრიტანეთში გადაიღო დოკუმენტური ფილმი. 2015 წელს აშშ-ში მიიღო კინემატოგრაფიული განათლება და წარმატებული ოპერატორის კარიერაც გაიკეთა.
2019 წელს მას უწოდეს აშშ-ს ერთერთი ამომავალი ვარსკვლავი ამერიკულ კინემატოგრაფიაში საოპერატორო მიმართულებით.
როგორც გაზეთი "Santa Fe New Mexican"-წერს ბოლდუინი შეძრულია მომხდარით, მათმა ჟურნალისტმა დაინახა თუ როგორ ტიროდა გადასაღებ მოედანზე მსახიობი.
რანჩო სადაც დატრიალდა ტრაგედია.
სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევა პირველი არაა გადასაღებ მოედანზე, ანალოგიურად დაიღუპა აღმოსავლური ორთაბრძოლების ლეგენდის ბრიუს ლის შვილი, ბრენდონ ლი.