საზოგადოება „წითელ ბაღში ვარ და მესმის განწირული კივილი: „შეყავი!“, „შეყავი!“... ქალი ავალდებულებს მამაკაცს“ - ირაკლი ტაბლიაშვილი 2021, 22 ოქტომბერი, 12:04 ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ერთერთი გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისში მომხდარ სახალისო ისტორიას იუმორის ჟანრში წერს: „რაღაცა ჰქვია ოფიციალურად - არ ვიცი!.. მოკლედ, წითელ ბაღში ვართ, ყაზბეგზე!.. ლილეს ვასეირნებთ!
.
მე - ვითარცა დაღლილი, ცოლშვილს დავცილდი, წადით თქვენ წრეზე, მე დავისვენებ და შემოგიერთდებით-მეთქი.
გამოვედი; ადგილს ვეძებ!.. სავსეა სკვერი!..
.
დავდივარ პატარა ბილიკებზე... იქით პენსიონერები არიან; აქეთ ბავშვები.
- „შეყავი! შეყავი!“ მესმის განწირულის განწირული ხმა... და, არ გაიკვირვებთ ალბათ, ცოტა დავიზაფრე კიდეც...
.
უკივის ქალი... და არ ისმის პასუხი.
.
თვალიც, რაღა დაგიმალოთ და, გამეპარა... ოხერიაო, ხომ იცით და...
არაჩვეულებრივი ქალბატონი პარტნიორ მამაკაცს ავალდებულებს...
ავალდებულებს!..
.
რომ ამ უკანასკნელმა რაღაც საკანალიზაციო მილში შეყოს რაღაც დიდი და გრეხილი მავთული“... - წერს ჟურნალისტი.
.
ირაკლი ტაბლიაშვილი მანამდე პალიტრანიუსზე ამზადებდა საავტორო ყოველკვირეულ პოლიტიკურ გადაცემებს, ამჯერად კი უკვე მერამდენე თვეა, ის ტელეკომპანია ფორმულაზე მუშაობს.
2028 1-ს მოსწონს
|