x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სახლში ორსული ცოლი მელოდება, მაგრამ ტესტი არ გამიკეთეს, ასეთ ქვეყანაში რომ ვინმე, ებრძვის პანდემიას“
image


"დღეს ჩემს ძმაკაცს დაუდასტურდა კოვიდი და გამომდინარე იქიდან რომ კონტაქტი ვიყავი და თან სახლში ორსული ცოლი მელოდება, სამსახურიდან ეგრევე გავიქეცი უახლოეს კლინიკაში (რა თქმა უნდა ყველასგან ნაქებ „ევექსის“ კლინიკაში). გვიანდებოდა უკვე და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი სხვაგან მისვლას თორემ მაგ „სალობიეს“ არც გავეკარებოდი" - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელი დავით თოქმაძე.

.

„ცოცხალ რიგში ჩავდექი და 17:10 წუთზე გამოგვძახეს, რომ მხოლოდ 17:30 საათამდე მიიღებდნენ ბოლო ადამიანს. სამწუხაროდ ბოლო ვიყავი და 17:35 წუთზე მომიწია რიგმა. შევაღე კარი ყველანაირად ავუხსენი ჩემი სიტუაცია, მაგრამ დიდი დრო სჭირდება თურმე და ვეღარ მოასწრებენ საბუთების გადაგზავნას და მეტს აღარ მივიღებთო. - ბოლო ვარ მეთქი, ხალხი არ ხართ, 2 წუთის პროცედურაა სულ-თქო, მაგრამ რად გინდა?! ალბათ სახლში ეჩქარებოდათ და დამიკიდეს.


.

აღარ განვავრცობ მაგ დიალოგს, უბრალოდ მესირცხვილება ასეთ ქვეყანაში რომ ვინმე, კიდე იბრძვის პანდემიის დაძლევაზე, როცა ჩემნაირ პაციენტს უარს ეუბნებიან 2-წუთიან პროცედურაზე, მით უმეტეს გაციებული ვარ და თან კონტაქტი. კარგი-მეთქი, არ მიღებთ არ მიღებთ, ის მაინც მითხარით სად მივიდე, რომ ტესტი გავიკეთო-თქოო და არ ვიცითო, ხალხო.

.

წავედი ჯერ სანდრას კლინიკაში, ვიღაც დაცვა დამხვდა, ყველანაირად არაინფორმირებული. ალბათ გამვლელებისგან მოსმენილი ინფორმაციები მომაწოდა. რომ შევატყვე, რომ ჭორაობაში გადაუვიდა და ლამის ლუდზე დამპატიჟა, გამოვერიდე და გავიქეცი სამგორში.

,

სამგორის კლინიკაში, „სამგორ-მედი“ ერქვა თუ სწორად მახსოვს, კარავი იყო გაშლილი, ეზოში ძალიან საყვარელი ქალი იჯდა და პირველი, რაც ვკითხე იყო, ის თუ რომელ საათზე ასრულებდა მუშაობას. ისეთი პასუხი მივიღე სულ რომ კორონა მქონოდა, ალბათ ეგ სიტყვები მომარჩენდა, იმდენად მეამა გულზე, - დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბოლომდე აქ ვარ, სანამ ჩხირები არ ამომეწურებაო. დაითვალა და 19 ჩხირი ჰქონდა, ჩვენ კი 17 ვიყავით.

,

თბილად მიმიღო მეჩვიდმეტე პაციენტად, უარყოფითი პასუხითაც გამახარა და ეს მთელი პოსტიც მაგ ქალის სიყვარულში დავწერე.

მადლობა ჯერ კიდევ შემორჩენილო, კეთილო ადამიანებო. ევექსის დედა „მოვ”/&@“ და დავაყოლე ზედ მისი დამფუძნებელიც...

.

დაზღვევა მაქვს იმისთანა, მტერს შეშურდება, რომ ევექსია ჩემი მარჩენალი!“

2
316
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
316
  
2021, 22 ოქტომბერი, 9:48
მერე დავრეკე და ვეუბნები რო მითხრან ექმის ნომერი,მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია. ვუთხარი,ვის ვკითხო და როგორ გავარკვიოთქო,არც ეგ ვიცითო. ოპერატორი რობოტივით ერთი და იგივეს იმეორებდა,ხოდა გავუთიშე. კატასტროფული მდგომარეობა არ მქონდა,მაგრამ მაინც ბოლომდე მივყევი და დედის გინებიდან ნახევარ საათში მირეკავს ექიმი,მაძლევს თავის პირად ნომერს. ხოლო კითხვაზე,რატომ არ დამირეკა აქამდე,გამორთული გქონდათ ტელეფონიო. მარტივად ავუხსენი რო არაპროფესიონალია და ექიმობა მარტო გაურკვევლი ნაწერი და უცნაური ტერმინოლოგია არ არისთქო,მთავარი პასუხისმგებლობა არისთქო. დავუშვათ,მარტო ვცხოვრობ და ცუდად ყოფნის გამო ვერ დავტენე ტელეფონი,რის გამოც ვერ დამირეკეს. ვიღაცას ხომ უნდა გადაამოწმებინოთ ინფორმაცია და გაარკვიოთ,ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარითქო. ეხლა რო გითხრათ,100 ძირი პლანი მაქვს დარგული,ხომ გამოიძახებთ პოლიციასთქო და დაგერეკათ ამაზეც,მოგეკითხეთქო. გამოდის,რომ არ გაინტერესებთქო რა მომივიდოდათო და კარგი მამაპაურად შევუკურთხე. არც თქვენი ანალიზები მინდა და არც არაფერითქო. ერთი კი არის,დაგიმახსოვრებთ ექიმებს და რო რამე გადამეკევეთებით ჩემს პროფესიაზე და განახებთ მერეთქო.
ამას ეძახიან კარგად გამართულ მენეჯმენტს ამათი დედა და სულყველაფერს რო გავარტყი
2021, 22 ოქტომბერი, 9:39
ბაზარი არაა,სრული ბარდაგია და შედეგიც სახეზე გვაქვს.

ჩემს ისტორიას გეტყვით,დამიდასტურდა კოვიდი,გავიარე რეგისტრაცია 112 საიტზე ჩვეულებრივად და მითხრეს რო ექიმი 24 საათის განმავლობაში დამირეკავდა. გავიდა 24 და 48 საათიც,მარა არავინ დარეკა. რეგისტრაციის დროს სმს მომივიდა,თუ არ დაგირეკავთ ექიმმა,მაშინ 1505 დარეკეთო,ისეთი ნომერია ქვას ხეთქავსო. დავრეკე და მითხრეს გადავამოწმებთ,შემდეგ მონიტორინგსაც გავუწევთო. გავიდა სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღე და მირეკავს 144 და მეუბნება,თუ დაგირეკათ ექმიმმაო. ვუპასუხე,რომ არ დაურეკავთ და მეუბნება,თურმე დაურეკავს ექიმს,მაგრამ ჩემი ტელეფონი ყოფილა გამორთული(არ ვრთავ ტელეფონს 24/7). ქალბატონო,არასოდეს ვთიშავ ტელეფონს და თუ რამე ისე არ არის,გამოტოვებული ზარის შეტყობინება მომდისთქო. იქვე ვუთხარი,რომ მხოლოდ ერთი გამოტოვებულ ზარზე მომივიდა შეტყობინება და ისიც უცნობი ნომერი იყოთქო. არ გაინტერეესებთ რა მითხრა,ეგ იქნებოდაო. გადავამოწმე მერე და თურმე ჩემს ნომერზე ეგეთი ნომრიდან ვერ განხორციელდება ზარი,ბლოკავს თურმე.
0 1 2