კულტურა ისტორიაში პირველად - სამხრეთ პოლუსზე ტემპერატურა რეკორდულად დაეცა 2021, 13 ნოემბერი, 14:48 მთელ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი მეოთხე ზაფხული ჰქონდა, საბედნიეროდ ამასთან შედარებით კი ანტარქტიდაზე საკმაოდ ცივმა ზამთარმა იჩინა თავი. ამ სასიამოვნო გლობალურმა სიახლემ მოიცვა მთელი მსოფლიო. ვნახოთ დეტალები... ერთ-ერთ კვლევით სადგურზე გაზომვისას დაფიქსირდა, რომ ჰაერი საშუალოდ მინუს 61, 1 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. 1957 წლიდან დღემდე ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის აპრილიდან -სექტემბრამდე ტემპერატურა თითქმის არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტემპერატურამ პირველად 2, 5 გრადუსით იკლო. ბოლოს ყველაზე ცივი ზამთარი 1976 წელს იყო 1976 წელს ტემპერატურა 60, 6 გრადუსამდე დაეცა. ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი (2021 წლამდე). დაახლოებით იგივე მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 1971, 1975, 1978 წლებშიც. ძლიერი პოლარული მორევის ეფექტი ამინდის გაციებით არ სრულდება. მორევი იწვევს სტრატოსფეროში ოზონის შრის რღვევას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მორევს. ოზონის შრის ამ გაფუჭებამ შესაძლოა გააფართოოს არსებული ოზონის ხვრელი ანტარქტიდაზე. ტემპერატურა სხვადასხვა ადგილზე საშუალოზე დაბალია! ცივ კონტინენტზე არის კონკრეტული ადგილები, სადაც ტემპერატურა საშუალოზე ბევრად უფრო დაბალია. (-90 -98-მდე). თუმცა ეს მხოლოდ კონკრეტული ადგილისთვისაა დამახასიათებელი. მეცნიერების განცხადებით, ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა ამბავია, თუმცა სიხარულისთვის ჯერ საკმაოდ ადრეა, რადგან დაბალი ტემპერატურა გლობალურ დათბობას ვერ შეაჩერებს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>ამ გოგონას ფოტომ ერთ დროს მილიონები გამოიმუშავა - ნახეთ როგორ ცხოვრობს ის დღეს... ნამდვილად არსებობენ? - 11 გამაოგნებელი თეორია უცხოპლანეტელების შესახებ! 10 ტიკ-ტოკერი, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ 14 სიმართლე ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების შვიდეული 448 5-ს მოსწონს
|