x
image
რუსუდან ნადირაშვილი
დეკანოზი ჭიღლაძე სააკაშვილს წერილს სწერს და პატრიარქს შეურაცხყოფს
image


საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქს შეურაცხყოფს და მას რუსეთის აგენტს უწოდებს წერილში, რომელიც მის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიწერა:

.

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არათუ ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, არამედ ის არის გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი, საქართველს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტთად.


.

ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე. მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ”. – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

.

ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე დეკანოზი სააკაშვილს ციხიდან გათავისუფლებას უსურვებდა.

.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მთელ საქართველოს დროულ გათავისუფლებას უსურვებს. მისი თქმით, სვეტიცხოვლობის დღესასწაული ყოველ ჯერზე უფერულდება, როცა ქართველი ერის და მისი სუსტი სახელმწიფოსა და ეკლესიის სულიერი დაცემის, დასნეულების და რღვევის უმძიმესი ნიშნები სახეზეა.

.


"დღეს მტკვარი მართლის სისხლითაა შეღებილი და დღეს უსამართლობის და ბოროტების სული მეფობს საქართველოში და იგი აშთობს ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგიებს. დღეს სიკეთემ უნდა დაამარცხოს ბოროტება, რათა მოჯადოებული წრიდან სახელმწიფომ და ერმა თავი დააღწიოს და ქართველი ერი განადგურებას გადარჩეს, მაშინ დაიბრუნებს ყველა დღესასწაული აზრს და შინაარს და იქნება ნამდვილი სიხარული და ზეიმი ქართველი ერისა, ნაცვლად არსებული ქაოსის, ვარამისა და გოდებისა.

.

ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს და მთელს საქართველოს დროულ გათავისუფლებას ოლიგარქატის ისტორიულად არნახული, უპრეცედენტო ბორკილებისგან და ცრუ ოცნებისაგან. დაე, სვეტიცხოველმა გამოაჩინოს თავისი ღვთაებრივი მადლი და ძალა!", - წერს დეკანოზი ჭიღლაძე.

.

„საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზე და ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებს სადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და შესაბამისად სასჯელს.

.

უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხჰყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველი და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად! დანარჩეს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!", - წერს დეკანოზი.

0
173
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0