18 ოქტომბერს ახალი ფილმის Eternals პრემიერაზე ანჯელინა ჯოლი თავის 5 შვილთან ერთად მივიდა, განსაკუთრებული ყურადღება კი 16 წლის ზახარამ, რომელსაც დედის 2014 წლის ოსკარის დაჯილდოების დროინდელი კაბა ეცვა დ 15 წლის შაილო ჯოლი პიტმა მიიქციეს.
აქამდე შაილოს პაპარაცები მხოლოდ დიდი ზომის, სპორტულ კოსტიუმებში გამოწყობილს თუ ნახავდნენ, ისიც ქუჩაში ან მაღაზიაში, ამიტომ, ახალგაზრდა გოგონას გამოჩენა კლასიკურ კაბაში განხილვის თემა გახდა ინტერნეტში.
შაილო ლგბტ საზოგადოების აქტიური მხარდამჭერია, 3 წლის ასაკში მშობლებს გამოუცხადა, რომ თავს ბიჭად აღიქვამდა და მისთვის ამიერიდან ჯონი უნდა დაეძახათ. პრესაში იმასაც კი წერდნენ, რომ შაილოს სქესის შეცვლა უნდოდა და ჰორმონებსაც იღებდა, თუმცა, როგორც ჩანს ვარაუდები ნაჩქარევად გამოიტანეს და ინფორმაციაც არასოდეს დადასტურებულა ოფიციალურად.