ფოტოგრაფია უნიკალური ისტორიული კადრები, რომლებიც წარსულს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ 2021, 19 ოქტომბერი, 18:39 ისტორიაში არის რამდენიმე ისეთი ფურცელი, რომელიც ამოუხსნელ საიდუმლოებად დარჩება, თუმცა ჩვენამდე მოღწეული გასული საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა თუ წარსულის დაუვიწყარი მომენტების ამსახველი ფოტოკადრები, ბევრ რამეზე გვიხელენ თვალს. მიუხედავად იმისა რომ უნიკალური ფოტომასალის დიდი ნაწილი დაკარგულია, დღემდე შემორჩენილი ეს ისტორიული კადრები დამთვალიერებლისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს. გეპატიჟებით ისტორიის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ, სადაც თქვენთვის აქამდე უცნობ არაერთ საინტერესო და საგულისხმო დეტალს აღმოაჩენთ.პირველი სილამაზის კონკურსი სსრკ -ში, 1988 წელიდედა ბავშვებს სახლში რიცხვებისა და ასოების ცნობას ასწავლის, ტრანსილვანია, ლუიზიანას შტატი, აშშ, 1939 წელიმოდის მოყვარულები, 1970 წელიბილ გეითსი, 1973-2016 წწარნოლდ შვარცნეგერი, 1988 წელიტომ ჰენქსი სერიალ "ზღაპრები აკლდამიდან" გადასაღებ მოედანზე, 1990 წელიჩაკ ნორისი კენტჩლიქოსანზე "ამხედრებული", აშშ, 1940 წელიგოგონები საზოგადოებრივ პლაჟზე სამოსის გამოცვლისას, 1929 წელიდევიდ კრონენბერგი და კლაივ ბარკერი ფილმ "ღამის მოდგმის" გადასაღებ მოედანზე, 1990 წელინიუ - იორკი, 1953 წელისინდი კროუფორდი, 1990 წელიჰიპოპოტამის დაბადების დღე, 1957 წელიჰელენ მირენი კლეოპატრას როლში, 1965 წელირესტავრირებული რომაული ეტლი გამოფენილი რომის კაპიტოლინის მუზეუმშიეს ჰელოუინის კოსტიუმი არ გეგონოთ, ეს მზისგან დამცავი მოსასხამია, 1940 წელიმსოფლიოში პირველი ფოტოსურათი, 1826 წელიროგორი იქნებოდა რომის ფორუმი დღეს, რომი რომ არ დაცემულიყონაკლებად სავარაუდოა, რომ ყველაფერი თეთრი ყოფილიყო, რადგან დადასტურებულია რომ რომაული ქანდაკებები და ნაგებობები ხშირად ლურჯ, წითელ და ყვითელ ფერებში იყო შეღებილი.სარაევოში ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ სერბი რევოლუციონერის გავრილო პრინციპის დაპატიმრება, რაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების ფორმალურ მიზეზად იქცა, 1914 წელი... გავრილომ ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგსა და მის მეუღლეს სოფიას ესროლა (მისი თქმით, სრულიად შემთხვევით), რის გამოც 20 წლიანი მძიმე შრომა მიესაჯა, ვინაიდან ის დანაშაულის დროს 19 წლის იყო სიკვდილით ვერ დასჯიდნენ. პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა რევოლუციონერი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რომელიც როგორც ცნობილია, ავად ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე იყო.ქალი ფეხზე ნაკერის იმიტაციის კეთებისას, 1926 წელი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლგოტები დიდ იშვიათობას წამოადგენდა, ვინაიდან ნეილონი ძირითადად სამხედრო მრეწველობაში გამოიყენებოდა, რომლისგანაც პარაშუტებს ამზადებდნენ, უწინდოდ სიარული კი იმ წლებში მიღებული არ იყო. ქალებმა რაღა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციიდანაც იპოვეს. ისინი ჯერ ფეხებს იპარსავდნენ, მერე ტონალურს ისვამდნენ, ბოლოს კი, კოლგოტის ნაკერს იხაზავდნენ. ქალებს მსგავსს მომსახურებას ბევრ სილამაზის სალონში სთავაზობდნენ ანუ - ქალს თითქოს წინდები ეცვა, სინამდვილეში კი, მას უბრალოდ ის ზედ მიხატული ჰქონდა."მაქს ფაქტორის" ყინულის ნიღაბი, 1931 წელიტაქსი, მილანი, 1930 წელიაი, ასე გამოიყურებოდა სრულყოფილი ქალი 1938 წელსXX საუკუნის სტომატოლოგია1164 შეფასება არ არის |