x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვინც იმ მანიაკის გამოშვებას ითხოვთ, დაიმახსოვრეთ!... ჩემს წამებას აწერთ ხელს“
image


მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემაზე ძალზე აქტიურია. ის გაღიზიანებულია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც მწამებელი ექსპრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს. პროდიუსერი მიიჩნევს, რომ ამ მხარდაჭერით ისინი მოქალაქეთა წამებას აწერენ ხელს და პასუხისმგებლობა მათზეც მოდის.

.

„ვინც მე მიცნობს და ჩემი ამბავი იცის... ვინც მემეგობრება და დღეს იმ მანიაკის გამოშვებას ითხოვს და იქ დგას... ამ სირცხვილში თუ ვინმე ჩემიანი მონაწილეობს., .. მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება ვეცდები, ზუსტად იგივენაირად გაგრძნობინოთ თავი, როგორც დღეს მე ვარ. დიდი მადლობა, რომ დღეს თქვენ ჩემს წამებას მოაწერეთ ხელი... დღევანდელი დღე კარგად დაიმახსოვრეთ...



მიტევებაო… მიტევება მე მაშინ ვიცი როცა ტიპი აღიარებს თავის დანაშაულს, ბოდიშს მოიხდის და ცხოვრებაში აღარ მოინდომებს იგივეს გაკეთებას და ესენი ბიჭო? რაის მიტევება? ერთი სული აქვთ გაგვატყაონ.


ყოველ პარასკევს სანამ ის ნაძირალა იქ ეგდება და სანამ მიუსჯიან, როგორც თვითონ გვიტარებდნენ პარასკევობით კარანტინის დაშლას… წითელ პარასკევს ეძახდნენ თვითონ სიცილით… სისხლიანი იყო ხოლმე და იმიტომ… ჩვენი სისხლით იყო ყველა პარასკევი მორწყული… აი ზუსტად ეგრე ყოველ პარასკევს რომ ავდგები ამ კორონას მერე, ჩავალთ და გარედან მოვუწყობთ კორიდორს! ყოველ პარასკევს! რომ არასოდეს დაავიწყდეს ის რაც ჩვენ ვერ დავივიწყეთ დღემდე და ალბათ ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე… კაცის განწირული კივილი კინოშიც არ მოგისმენიათ ისეთი რაც ყურში ჩაგვესმის ისევ ხანდახან… არ გინდათ ნორმალური ქვეყანა და ცხოვრება? მაშინ დავილაპარაკოთ არანორმალურად! ვისაც გადაგვიტანია ისინი სიცოცხლის ფასად არ დავთმობთ ამას რაც დღეს გვაქვს! ჩვენს შვილებს არასოდეს გადავატანინებ იგივეს რაც ჩვენ გავიარეთ! #ნაცობასირცხვილია #მიშაკლავს

0
956
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
956
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0