დღეისათვის მამაკაცები უფრო მეტად განვიცდით მანდილოსნების ყურდღებას და მათთან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება, ასეთი "კონკურენციის" პირობებში, მანდილოსნები ცდილობენ მეტი სექსუალურობა შემატონ თავიანთ
პიროვნებას. ეს ბევრს რთულ საქმედ მიაჩნია, მაგრამ რეალურად ეს ძალიან ადვილია. სწორედ ამ თემაზე მინდა ვისაუბრო ამ სტატიაში, იმისათვის რომ, დავეხმარო მანდილოსნებს.
იმისათვის, რომ ქალბატონი სექსუალურად გამოიყურებოდეს საჭიროა რამდენიმე უბრალო წესის დაცვა, რომლებსაც ახლა გიამბობთ.
პირველი "იარაღი", რომელიც თქვენს სექსუალურობას ხაზს გაუსმევს, ესაა გამოხედვა. მამაკაცის ყურადღებას სწორედ თვალები იპყორბენ, გამოხედვით თქვენ უნდა გამოხატოთ, არა თქვენი სილამაზე, არამდე მამაკაცისადმი ინტერესი. იმისათვის, რომ თქვენ სწორი გამოხედვა იპოვოთ, საჭიროა სარკესთანაც კი "უჟუჟუნოთ" თვალები თქვენს თავს, რომ შემდეგ მამაკაცთან არ შეცდეთ.
მეორე იარაღი არის სექსუალური ღიმილი, რომელსაც ასევე ბევრი ვარჯიში სჭირდება, სწორედ ამ ორი "იარაღის" გამოყენებით შეიძლება დააკარგვინოთ თავი სასურველ მამაკაცს, მაგრამ ეს ღიმილი მხოლოდ იმ მამაკაცს უნდა აჩვენოთ ვისი დაინტერესებაც გსურთ.
მანდილოსნების უმეტესობა შეცდომას უშვებს მაკიაჟის კეთებისას. უმეტესობა
ცდილობს გამოიყენოს გამომწვევი მაკიაჟი, სწორედ ესაა წარუმატებლობის ხშირი
მიზეზი. ასეთ შემთხვევაში მადილოსანი ადვილად მისაწვდომი ხდება მამაკაცის თვალში და ინტერესიც ნაკლებია, თუ საერთოდ არ გაქრა ის, ამიტომ უნდა
გამოიყენოთ მსუბუქი მაკიაჟი, გამოკვეთოთ თვალის ფორმა, ცოტა რუმიანა და სულ ცოტა უფერული, მბრწყინვალე ტუჩსაცხი. ასე თვენი შანსები საგრძნობლად გაიზრდება.
არ არის მისაღებისა ძალიან ღრმა დეკოლტე, ამას სჯობს ჩაიცვათ უბრალო და სადა ტანისამოსი, შეიძლება ოდნავ გამჭირვალე ზურგით, რომ მამაკაცს დაუტოვოთ
ფანტაზირების საშუალება.
ყურადღება მიაქციეთ სიარულის მანერას, მამაკაცებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. აარჩიეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი მამაკაცი ამჯობინებს "ბალეტკებიან", მაგრამ ლამაზად მოსიარულე მანდილოსანს, ვიდრე გრეხვა-გრეხვით ქუსლებზე მოსიარულეს. გამოკვეთეთ ყელი, გამოწიეთ მკერდი, გასწორდით წელში. სწორად შერჩეული
სხეულის პოზა მანდილოსანს მატებს სიმაღლეს და აკლებს კილოგრამებს, რაც საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს მამაკაცებზე.
მნიშვნელოვანია ხმის ტემბრი, რომლითაც მამაკაცს ესაუბრებით. შეეცადეთ ისაუბროთ ხმადაბლა, წყნარად და მშვიდად. ბევრი გოგო ამ მხრივ ბუნებამ "დაჩაგრა", მაგრამ ამის გამოსწორება ძალიან ადვილია. სწორად შერჩეული ტემბრის მეშვეობით, თვენი ხმა უფრო სექსუალური და ეროტიული იქნება, რაც სასურველ მამაკაცს საბოლოოდ მოაჯადოვებს.
არ დაისხათ იმდენი სუნამო, რომ თქვენი საკუთარი სურნელი დაფაროთ. მხოლოდ რამდენიმე წვეთი მიიპკურეთ ყელთან და ეს საკმარისი იქნება.
ფსიქოლოგების მტკიცებით, დიდ როლს თამაშობს ურთიერთობის აწყობაში სხეულის ენაც. თვენი მოძრაობებით შეიძლება დიდი ნაბიჯი გადადგათ წარმატებისკენ, არ დაიჭიროთ დიდი დისტანცია, თქვენსა და სასურველ მამაკაცს შორის, ოდნავ გადაიწიეთ მისკენ საუბრისას და შესაძლებლობის შემთხვევაში ოდნავ შეეხეთ მას, მაგრამ არა ეროტიულ ადგილებზე.
ბოლოს კი გახსოვდეთ, რომ სექსუალურობას თქვენ, თქვენი შინაგანი განწყობა გმატებთ, ამიტომ თუ თვენ იქნებით გახსნილი ურთიერთობისთვის, მხიარული და სასიამოვნო განწყობაზე, დარწმუნებულები იყავით, რომ აუცილებლად დააინტერესებთ სასურველ მამაკაცს.
მანდილოსნებს წარმატებებს გისურვებთ სასურველი მაამკაცის გულის
მოგებაში. იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ თვენი პირადი ცხვორების გამრავალფეროვნებაში.
p.s. ბოლოს დავამატებ, რომ ვითომ სერიოზული სახეებით ვერაფერს ვერ მიაღწევთ, ეს უბრალოდ ურთიერთობას დაძაბავს და საერთოდაც შეიძლება ბოლომდე გააფუჭოს ყველაფერი, ამიტომ გაიღიმეთ. შეეცადეთ თვენგან დადებითი ემოცია მოდიოდეს, დაღლილობა და მოწენილი სახე დაივიწყეთ.