x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თავისუფლება მიშას, ძირს ეგზარქოსი შიო" - ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია მეუფე შიო მუჯირის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და წერს:

"მეგობრებო და არამეგობრებო, ერთხელ და სამუდამოდ, გთხოვთ, გააცნობიეროთ და კარგად დაიმახსოვროთ: არც მე და არც ტვ მთავარი არავისთან არ ათანხმებს საკუთარ პოზიციას. არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას ჩვენ არასდროს არავის არ ვაპატიებთ. არავის, ნიშნავს არავის. ასევე, ამ წითელი ხაზების გადაკვეთაზე რეაგირების ფორმას და სიმწვავის ხარისხს, არასდროს არავის არ შევუთანხმებთ. არავის, ნიშნავს არავის. თავისუფლება მიშას, ძირს ეგზარქოსი შიო" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ სახარებაში არ წერია, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და შეურიგდე:

“ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ. დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: “მოიკვეთეთ უკეთური!” იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ “თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს”;

და გახსოვთ რას ამბობს უფალი? “იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!” თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა”, – ამბობს მეუფე შიო.

მისივე განცხადებით, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ და ვიაზროვნოთ სახარებისეულად.


0
600
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0