x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ანოუკიმ არ გაიგოს, თორემ ნაძვის ხიდან ჩამოხსნის და კაკალяს მოახვევს" – რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური მომღერლის, ლედი გაგას ფოტოს აზიარებს, რომელსაც კისერზე 100 დოლარიანებისგან დამზადებული შარფი აქვს მოხვეული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მთავარია ფოტო მეორე ტურებამდე დიზაინერმა და კახა კალაძის მეუღლემ, ანუკი არეშიძემ არ ნახოს, თორე დოლარებს საახალწლო ნაძვის ხიდან ჩამოხსნის და ყველას ზედ მოახვევს.


"ანოუკიმ არ გაიგოს მეორე ტურამდე, თორემ ნაძვის ხიდან ჩამოხსნის და კაკალяს მოახვევს" – წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის ფოტოს აზიარებს.


image


კალაძე - არეშიძის წყვილის დოლარებით მორთული საახალწლო ნაძვის ხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც მოქალაქეებს შორის დიდი ხნით საქილიკო თემად იქცა თქვენც კარგად გემახსოვრებათ. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2010 წელს კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემული ინტერვიუ, სადაც ის საკუთარი მეუღლის საკმაოდ უცნაური "გატაცების" შესახებ საუბრობდა.


"ნაძვის ხე მოვრთე დოლარებით – ვერ მოვასწარი სათამაშოების ყიდვა. კახას უყვარს ასეთი რაღაცეები. საჩუქრის ჩუქებას, ჯობია, რაღაც მოვუწყო, დიზაინი შევცვალო – ასეთი რამეები უფრო სიამოვნებს. ყოფილა შემთხვევა, სუნამო მიჩუქებია და არ დაუსხამს, რადგან ერთი აქვს ამოჩემებული და სხვას არ ისხამს. ამიტომ, საჩუქრების გაკეთებას თავი დავანებე და, რაც მოსწონს, იმას ვუკეთებ. რომანტიკულ საღამოებსაც ხშირად ვუწყობ, ძალიან უყვარს" - ვკითხულობთ "თბილისელებში".




0
1721
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1721