x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"კოვიდპანდემია "ლამაზად" მოწყობილი ავანტიურაა…" - ნახეთ, რას წერს ლელა კაკულია

image


წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია კოვიდპანდემიასა და სხვა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით თავის მორიგ წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ვირუსი, ხანდაზმულების წინააღმდეგ და მათი რაოდენობის შესამცირებლად იქნა შექმნილი, ვინაიდან მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში ქვეყნების ხელისუფალთ პენსიონერების შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. კაკულია საკუთარ წინასწარმეტყველებაში ასევე იმ სამი სახის ინფექციაზეც საუბრობს, რომლებიც კაცობრიობას თავს უახლოეს მომავალში დაატყდება და ისინიც უმეტესწილად ასაკოვანი ადამიანების წინააღდეგ იქნება მიმართული.


"ვხედავ ძალიან საინტერესოს: დღევანდელი პანდემია — ეს, ასე ვთქვათ, „ლამაზად“ მოწყობილი ავანტიურაა. საქმე ისაა, რომ თუ ადრე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელი იყო, ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი ას წელს გადასცდა. ამან დიდი ფინანსური პრობლემები შეუქმნა ქვეყნების ხელისუფლებებს, ანუ მათ გაეზარდათ ხარჯები, რომლებიც ხანდაზმული ადამიანებისთვის გამოიყოფა. პენსიაზე გასულების შენახვა ხომ სახელმწიფოს ვალდებულებაა? ეს პენსიონრები კი დიდხანს ცოცხლობენ და მთავრობებს დიდი ხარჯის გაღება უწევთ მათ უზრუნველსაყოფად. ჰოდა, ეს ხელოვნურად შექმნილი კორონავირუსი სწორედ ხანდაზმულების წინააღმდეგ, მათი რაოდენობის შემცირებისკენ იყო მიმართული. გაიხსენეთ იტალიის მაგალითი, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო დღეგრძელთა რაოდენობით — ლამის ამერიკაზე მეტი ხანდაზმული ჰყავდა.


უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ ვხედავ სამი სახის ინფექციას, რომლებიც ასევე ასაკოვან ადამიანებზე იქნება გათვლილი. დიახ, ეს ასეა და ამაზე მომავალში ისტორია ილაპარაკებს.


აქვე მინდა პასუხი გავცე კითხვას, რომელიც ძალიან აწუხებს ხალხს — ეს პირბადეების საკითხია, რომლის ტარებაც სავალდებულო გახადეს არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში: პირბადეები ვერანაირ ვირუსს ვერ შეაჩერებს. ამასთან დაკავშირებით ხალხში პროტესტი თანდათანობით იზრდება. ვხედავ, ლამის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ აქვთ ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ამ ნიღბებთან დაკავშირებით. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებითაც. ჩვენს ქვეყანაში ვირუსის არა, მაგრამ ხალხის აფეთქებას კი ვხედავ ამ არაფრის მომტანი პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. ის წესები, რომლებიც სამედიცინო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი, არასწორია და ასე არ უნდა იყოს. ჰოდა, არც იქნება. ხალხი მოიხსნის ამ პირბადეებს — აი ნახავთ!", – ნათქვამია ლელა კაკულიას პოსტში.






0
897
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
897