x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გულის გასახეთქი ამბავი..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

image


სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში კუბოების დეფიციტის შესახებ პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს, თუ როგორ სთხოვა მას ორი გარდაცვლილი ბენეფიციარის ოჯახმა დახმარება, რომელმაც საკუთარი მიცვალებულისთვის კუბო ვერ იშოვა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მას ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებმა ხაჩიძეების ოჯახმა დახმარება გაუწია და არც მეტი, არც ნაკლები კუბო აჩუქა.


"გულის გასახეთქი ამბავი


მეგობარს სატვირთო ვეთხოვე და ბოლო დღეებში შეგროვებული მეორადი ავეჯი, სამოსი და ცოტა საკვები წავიღე რაიონში!უკანა გზაზე ხაჩიძეების ოჯახმა დიდი მოწიწებით და ბოდიშებით საჩუქარი გამიკეთა. არც მეტი და არც ნაკლები, კუბო მაჩუქეს!


ჰო, ჰო, კუბო.


მოხუცი ბებოსთვის ჰქონიათ წინასწარ გამზადებული. მას კი ემიგრანტი შვილის იტალიიდან გამოგზავნილი სასახლე ჩამოსვლია და უბრალო, ხის კუბო ჩავდე სატვირთოში.უბედურება კი ისაა, არ ვიცოდი რომელი ოჯახისთვის მიმეცა ეს უცნაური საჩუქარი.გუშინ და გუშინწინ 2 ბენეფიციარი დამეღუპა და ორივეს ოჯახმა ტირილით დამირეკა, სასახლეს ვერ ვშოულობთ, გვიშველეო. მოკლედ, ქვეყანაში გვაქვს კუბოების დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას რომ ბევრი ადამიანი იღუპება.სასახლეებზე ფასების გაორმაგებისთვის კიდევ ცალკე მოგეთხოვებათ!!!ჭირისუფალს მინიმალური 500 ლარის ნაცვლად, 1200 ლარს რომ სთხოვ და იქაც დიდ რიგში ჩადგომას აიძულებ… ქოცი ხარ, აბა რა ჯანდაბა ხარ" - წერს მაქარაშვილი. მალევე მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ახლა უკვე 3 სასახლე აქვს სხვადასხვა ქალაქში შენახული.


"კუბოებზე გაზრდილი ფასის ამბავი დავწერე რამდენიმე საათის წინ და აგერ უკვე 3 ცალი მაქვს სხვადასხვა ქალაქში შენახული.

პროდუქტებს იმარაგებდა ადრე ხალხი, ქონებას ყიდულობდა, ბანკში აგროვდებდა ფულს…


ახლა კუბოებს იმარაგებენ…" - ვკითხულობთ გიგა მაქარაშვილის პოსტში.








0
834
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
834