x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ლელა კაკულია საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ნახეთ, რას წერს წინასწარმეტყველი

image


წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მისი სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. ადმინისტრაცია სოციალური ქსელის მომხმარებლებს თხოვნით მიმართავს არ გადააზიარონ საკუთარ ექაუნთებზე ლელა კაკულიას სახელით გაკეთებული არანაირი განცხადება თუ ჩანაწერი, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული არ იქნება.


"მეგობრებო,



ქალბატონ ლელა კაკულიას სახელით ფეისბუქზე ვრცელდება ყალბი ჩანაწერი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.


უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ცრუ ჩანაწერს, რომელშიც აშკარად იკითხება გარკვეული პოლიტიკური ძალისადმი სიმპათია, გამომდინარე ლელა კაკულიას პიროვნებისა და მისი წინასწარმეტყველებადმი მაღალი ნდობიდან, შეუძლია დაპირისპირების გაღვივება და არეულობის გამოწვევა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია!!!


ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას: არასდროს ენდოთ და არ გადაიზიაროთ საკუთარ აკაუნტებზე ლელა კაკულიას სახელით გაკეთებული არანაირი განცხადება თუ ჩანაწერი, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არ იქნება გამოქვეყნებული!!! "- ვკითხულობთ პოსტში, რომელსაც ლელა კაკულიას იმ ყალბი გვერდის სქრინშოტიც ურთავს თან, რომელიც სოციალურ ქსელში მისი სხელით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.


image








0
981
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
981