სხვა ყველაზე საშიში ხელნაწერი მსოფლიოში ჯერ კიდევ სასიკვდილო საფრთხის შემცველია 2021, 15 ოქტომბერი, 11:14 ამ სურათზეა ხელნაწერი რომელიც დაცულია საფრანგეთის ეროვნულ მუზეუმში, გნსაკუთრებით მაღალი უსაფრთხოების დონის დაცვით და მასთან მისი ნახვის მსურველებს უშვებენ მხოლოდ მას შემდეგ რაც ისინი შეავსებენ სპეციალურ ფორმას, რომლის მიხედვითაც ხელნაწერის მნახველი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ყოველგვას პასუხისმგებლობას ხელნაწერიდან მომდინარე საფრთხისაგან ათავისუფლებს მუზეუმს და მის თანამშრომლებს.
ხელნაწერი განთვსებულია სპეციალურ სამკითხველოში, რომლის კედლები ტყვიის ფირფიტებითაა დაცული, ხოლო მკითხველი ოთახში შედის სპეციალური დამცავი ნიღბით და კომბინეზონით. საქმე კი შემდეგშია-ეს ხელნაწერი ეკუთვნის ორგზის ნობელიანტს მარია კიურის, რომელმაც მეუღლესთან პიერ კიურთან ერთად აღმოაჩინა რადიოაქტიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი, შეიმუშავა რადიოაქტიური იზოტოპების გამოყოფის მეთოდი. ალბათ გსმენიათ გამოჩენილი მეცნიერის შეახებ რომელიც უძლიერესი ქიმიკოსი და რადიოაქტიური ელემენტების კვლევების ერთერთი უდიდესი მეცნიერი ფიზიკოსი იყო, ადამიანი რომელმაც ორჯერ მიიღო ნობელის პრემია 1903 წელს ფიზიკაში და 1911 წელს ქიმიაში. კიურიმ და მისმა ქმარმა მუშაობის პროცესში გვიან აღმოაჩინეს რადიოაქტიური ელემენტების საფრთხის დონე, მანამდე კი წყვილი დაუცველად მუშაობდა რადიოაქტიურ ელემენტებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში, ჯიბით გადაჰქონდათ რადიოაქტიური ელემენტები, რამაც საბოლოოდ იჩინა კიდეც თავისი კვალი. მარია კიური გარდაიცვალა 1934 წელს აპლასტიკური ანემიით, რომელიც სისხლის სისტემის დაავადება გახლავთ და ის გამოიწვია რადიაციამ. კიურთან ერთად მომუშავე მეცნიერების დიდი ნაწილი რომლებიც კიურთან ერთად მუშაობდნენ ასევე სისხლის დაავადებების სხვადასხვა ფორმებით დაიღუპნენ, ყველაფრის მიზეზი კი რადიაცია გახლდათ. ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერმა მიიღოდასხივების უზარმაზარი დოზა და გახდა რადიოაქტიური. როცა მარია კიური გარდაიცვალა, ის დაკრძალეს ტყვიის სასახლით, მოგეხსენებათ ტყვია არ ატარებს რადიაციულ გამოსხივებას. კიურის თითოეული ნივთი და ხელნაწერები კი გადასცეს საფრანგეთის ეროვნულ მუზეუმს, რომელიც პარიზში მდებარეობს, ნივთები ინახება სპეციალურ ტყვიის კოლოფებში, რადგან ჯერ კიდევ რადიაოაქტიურია. დღესაც კი ამდენი წლის შემდეგ დაუცველად ამ ხელნაწერებთან შეხება და ყოფნა ძალიან საშიშია და სადღეისოდ მსოფლიოში ყველაზე საშიშ ხელნაწერებადაც ამიტომ თვლიან. დამცველი კოსტუმით მყოფი ადამიანისათვის დასხივების დოზა მცირეა და საფრთხის შემცველი არაა. მეცნიერების გათვლით ხელნაწერები რადიოაქტიურობას დაკარგავს 1600 წლის შემდეგ.
433 5-ს მოსწონს |