x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრძნული ფრაზები ცხოვრების გასამარტივებლად

ფრაზების მცირე ნაკრები, ცხოვრებაზე და სიყვარულზე, მათთვის, ვინც ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას ან ცოტა დაბნეულია, ან გადაწყვეტილება აქვს მისაღები და დახმარება ესაჭიროება... ან იქნებ, ამ სიტყვებში, ვინმემ საკუთარი აზრი იპოვოს და მისთვის, რაღაც, უფრო გასაგები გახდეს...


image


ჯერ ცხოვრებაზე:


* საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში – არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ.

* ფაქტი – ყველაზე ჯიუტი რამ არის ამ ქვეყანაზე.

* ცხოვრება ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს.

* არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ცხოვრება – ეს სიკვდილის ანტონიმია, ხოლო სიკვდილი – სიცოცხლის უარყოფა.

* ცხოვრება ძალიან მავნე რამ არის. მისგან ყველა იღუპება.

* ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ მუდმივას სიცოცხლეს.

* სიკვდილი – ის არის, როდესაც ადამიანი ყველაფერზე თვალს ხუჭავს.

* როდესაც არაფერი აქვთ დასაკარგი, პრინციპებს კარგავენ.
* ყველაფერს რაც ხდება, მიზეზი აქვს.

* ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.
* ყველაფერი, რაც არა გვკლავს, გვაძლიერებს.

* სულელების ქვეყანაში, ყოველ სისულელეს ოქროს ფასი აქვს.
* თუ იდიოტს ეკამათები, სავარაუდოდ, ისიც იგივეს აკეთებს.

* ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის, უეცრად, ჭადრაკის თამაშს იწყებს.

* რაც უფრო უკეთესია ადამიანის აწმყო, მით ნაკლებს ფიქრობს ის წარსულზე.
* არა ღირს წარსულში დაბრუნება, ის მაინც არ იქნება ისეთი, როგორიც გახსოვს.

* მეგობარი, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა, – დაკარგული მეგობარია.

* გულწრფელ მწუხარებას ის განიცდის, ვინც ყველასგან მალულად ტირის.

* ყველა ადამიანი, ვინც ღირსეულ საქციელს ჩადის, ჯილდოდ, თავის მიერ გაცემულზე ნაკლებს, არასოდეს იღებს.

* ბევრად უფრო ადვილია ახალის შექმნა, ვიდრე ძველის გადაკეთება.

* სერიოზულ ადამიანს არა აქვს ბევრი იდეა. ადამიანს რომელსაც ბევრი იდეები აქვს, არასოდეს არის სერიოზული.

* გულისთვის სურვილის აკრძალვა, დედამიწისთვის ატმოსფეროს წართმევის ტოლფასია.
* ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის და ყველაფერში, საკუთარ თავს კი არა, სხვას ადანაშაულებს, – თავისებურად უბედურია.

* თქვით ყოველთვის სიმართლე და ორიგინალური იქნებით.
* მიტევება – ძლიერთა ხვედრია. სუსტები, არასოდეს პატიობენ.
* ყველაზე დიდი დანაშაული – საკუთარი დანაშაულის გაუცნობიერებლობაა.
* საკუთარი შეცდომის აღიარება, დიდი ვაჟკაცობაა.
* ორ მოჩხუბარს შორის, დამნაშევე ის არის, ვინც ჭკვიანია.
* ნუ იქნებით გულგრილნი, რადგან გულგრილობა მომაკვდინებელია ადამიანის სულისთვის.

* ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.
* უბედურებაზე კარგი მასწავლებელი, ამ ქვეყანაზე არ არსებობს.
* ცხოვრებაში საკუთარ გამოცდილებაზე უკეთესი არაფერია.
* ადამიანის შეფასება იმის მიხედვით შეიძლება, თუ რაზე იცინის ის.
* თავისუფალი ის არის, ვინც არასოდეს იტყუება.
* ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, ის უბედურია, ხოლო ის, ვინც საკუთარი თავით მეტისმეტად კმაყოფილია – სულელი არის.

* ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად, უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე.
* მხოლოდ ის იტყუება, – ვისაც ეშინია.
* მოსაწყენი ცხოვრება – მხოლოდ მოსაწყენი ადამიანებისთვის არის.

* ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარხართ.

* გაუგებრობა, მეგობრებს მტრებად აქცევს.
* ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც უკლებლივ ყველაზე, კარგი აზრის არის.
* ყოველ ახალ საფეხურზე შეცდომას აჰყავხართ და არა წარმატებას!
თუ რამეს ვერ ასწრებთ, ე. ი. არც უნდა მოასწროთ, – რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი დრო, სულ სხვა რამეზე უნდა დახარჯოთ.

*მარტოობა არის ადგილი, სადაც სასიამოვნოა ყოფნა, მაგრამ უსიამოვნოა დარჩენა.
*ცხოვრებაში, ბედნიერება – გამუდმებით წინ სწრაფვაა.
*ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად.
* ვინც ცხოვრებას არ აფასებს, ის მას არ იმსახურებს.
* ადამიანის ძირითადი დანიშნულება – ცხოვრება არის და არა არსებობა.

* და, ბოლოს:

image



და ურთიერთობებზე:


* მე შენ მიყვარხარ არა იმისთვის, ვინც შენ ხარ, არამედ იმისთვის, ვინც მე ვარ, როდესაც შენთან ვარ.

* ბედნიერება ის არის – როდესაც გიყვარს და შენც უყვარხარ.

* თუ ვინმეს უყვარხარ არა ისე, როგორც ისურვებდი, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი გულით არ უყვარხარ.

* ერთი წუთი არის საჭირო ვიღაცის შესამჩნევად, საათი – მოსაწონებლად, 1 დღე – შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება – დასავიწყებლად.
* შესაძლებელია, ამ ცხოვრებაში მხოლოდ ადამიანი იყო, მაგრამ ვიღაცისთვის, შენ მთელი სამყარო ხარ.

* ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთან ურთიერთობის სწრაფვა არა გააჩნია.

* არ დაქორწინდეთ იმ ადამიანზე, რომელთანაც ცხოვრებას შეძლებთ. თქვენი ბედი მხოლოდ მას დაუკავშირეთ, ვის გარეშეც ცხოვრებას არ შეგიძლიათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


შეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური


ვის ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს?.. და სხვა საინტერესო ფაქტები სსრ კავშირის შესახებ


"ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია..." – ოკეანეში დაკარგულების ისტორია


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ლოგიკური გამოცანა - პასუხი აქვს


რა არის უაზრობა და ოპტიმიზმი ორშაბათისთვის – პოზიტიური აზროვნების «გაკვეთილი» იუმორით


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

3
236
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
236
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 15 ოქტომბერი, 18:53
მადლობა
2021, 15 ოქტომბერი, 16:25
კარგი იყო..
0 1 3