x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
7 საინტერესო ფაქტი სსრ კავშირის შესახებ

I. ყველაზე წარმატებული ფილმი საბჭოთა კინოგაქირავებაში, 1971 წელს გადაღებული მექსიკური ფილმი «ესენია» იყო, რომელიც 90 მლნ–ზე მეტმა საბჭოთა მოქალაქემ ნახა. ხოლო, პირველ ხუთეულში შემდეგი ფილმები მოხვდა: «XX საუკუნის მეკობრეები», «მოსკოვს ცრემლების არ სჯერა», «ბრილიანტის ხელი» და «კავკასიელი ტყვე ქალი».image



II. 1930 წლის 13 მარტს სსრ კავშირი მსოფლიოში I ქვეყანა გახდა, რომელმაც უმუშევრობა ოფიციალურად დაამარცხა. ამ დღეს, განცხადებების არ არსებობის გამო, მოსკოვის დასაქმების სააგენტომ ფუნქციონირება შეწყვიტა.



III. 1936 წელს სსრ კავშირში კომპიუტერის მსგავსი აპარატი შექმნეს, რომელიც ელექტრო ენერგიის გარეშე, წყალზე მუშაობდა. მას «ჰიდრავლიკური ინტეგრატორი» ერქვა და მთელი ოთახი ეკავა. 30–იან წლებში, ის ერთადერთი გამომთვლელი მოწყობილობა იყო, რომლის გამოყენებით, დიფერენციალური განტოლებების ამოხსნა შეიძლებოდა.image



IV. სსრ კავშირში, მთელი 50 წლის მანძილზე, უშვილობის კანონი მოქმედებდა, რომელიც სამამულო ომის დაწყებისას შემოიღეს და მხოლოდ 1992 წელს გაუქმდა. კანონის თანახმად, ხელფასის 6 % ექვითებოდათ უშვილო მამაკაცებს 20–დან – 50 წლამდე და უშვილო ქალბატონებს – 20–დან – 45 წლამდე.



V. საბჭოთა კავშირში ყველაფერი იყო, ისიც კი, რაც ოფიციალურად არ არსებობდა: ელა ფიცჯერალდი და დიუკ ელინგტონი, ლითლ რიჩარდი, ელვის პრესლი... საბჭოთა ახალგაზრდების საიდუმლო სიყვარულმა დასავლური, ბურჟუაზიული მუსიკის მიმართ, ანასახი რენდგენის სურათებზე ჰპოვა. ქვეყანაში არალეგალური მუსიკის ჩასაწერად, სწორედ რენდგენის სურათებს იყენებდნენ და მას «ძვლის ფირფიტებს» ეძახდნენ.

image



VI. სამამულო ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის მეტრო სატრანსპორტოს გარდა, თავშესაფარის ფუნქციასაც ასრულებდა. იმ დროს, ქვეყნის დედაქალაქში, 21 სადგური ფუნქციონირებდა, რომელშიც ღამის საათებში, 4 მლნ–მდე ადამიანი ცხოვრობდა.

1941 წლიდან გერმანელებმა სსრ კავშირის დედაქალაქის დაბომბვა აქტიურად დაიწყეს. მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ მეტროპოლიტენის სადგურების საცხოვრებელ ზონებად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

საღამოს 10 საათამდე, მეტროპოლიტენი ჩვეულებრივ მუშაობდა, ხოლო 10 საათის შემდეგ, მეტროს სადგურებში უკვე იმ ადამიანებს უშვებდნენ, ვისაც იქ ღამის გათევა უნდოდა. თუმცა, ქალებს და 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, შეეძლოთ მთელი დღის მანძილზე დარჩენილიყვნენ.imageimage



VII. საბჭოთა ბინებისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული «ნაძვის ხის» სტილში დაგებული პარკეტი, რუსეთში პირველად XVI საუკუნეში გამოჩნდა და მისი ნახვა მხოლოდ მეფის სასახლეებში და მდიდრების სახლებში შეიძლებოდა.

ხოლო, XX საუკუნის 50–იანი წლებიდან მოყოლებული, ნატურალური ხის პარკეტი თითქმის ყველა «ხრუშჩოვკაში» იყო. და აქ ისმის კითხვა: როგორ დაუშვა საბჭოთა ხელისუფლებამ, რომ ფუფუნებასთან ასოცირებული იატაკი, უბრალო ადამიანების სახლში აღმოჩნდა? სინამდვილეში, ის რაც მეფის რუსეთისთვის ფუფუნება იყო, საბჭოთა პერიოდში, არც ისე ძვირად ფასობდა – ქვეყანაში პარკეტის წარმოება უკვე დანერგილი იყო, ხოლო ხე–მასალა იაფი ჯდებოდა.


image


არხის სხვა სიახლეები:

imageშეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური


ტესტები: «აირჩიე და მეტი გაიგე...»


მეორადებში და ბაზრობებზე აღმოჩენილი 15 უცნაური ნივთი


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ლოგიკური გამოცანა - პასუხი აქვს


რა არის უაზრობა და ოპტიმიზმი ორშაბათისთვის – პოზიტიური აზროვნების «გაკვეთილი» იუმორით


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

0
296
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0