სხვა ტარაჰუმარას ტომის ნადირობის თავისებურებები და სხვა მახასიათებლები - ეს საინტერესოა 2021, 13 ოქტომბერი, 21:00 ტარაჰუმარას ტომი (ინდიელები) მექსიკაში ცხოვრობს. ტომისმონადირეები ამტანი ხალხია. სირბილი მათ ფიზიკურ სიამოვნებას ანიჭებს. ტარაჰუმარას ტომის ნადირობის ეროვნული მახასიათებელი, ხერხია ნადირისათვის დევნა იქამდე, სანამ ცხოველი დაღლილობისაგან წაიქცევა. მთის თხა როცა კლდეზე დავარდება, მასთან მირბის ტარაჰუმარას ტომის ტომის მონადირე, ზურგზე იკიდებს და კმაყოფილი გარბის სახლში. შემდგომ თხის ბედს დიასახლისი წყვეტს. ცხოველი შეიძლება, ფეხზე დადგეს, გაიაროს და რძე მოიწველოს. შეუძლიათ, მიირთვან, მაგრამ ტარაჰუმარას ტომს დიდად არ უყვარს ხორცი, უპირატესობას ლობიოსა და სიმინდს ანიჭებს. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ეს არცაა ნადირობა, ტარაჰუმარას ტომი იჭერს თხას მოსაშინაურებლად, ანუ მეცხოველეობის განსავითარებლად.
უპრეტენზიო, დაუღალავი ტარაჰუმარელები შეიძლება, მეზობელი ტომებისათვის ძალიან საშიში მოწინააღმდეგე ყოფილიყვნენ, ფიზიკური უნარებიდან გამომდინარე, მაგრამ ისინი არ ომობენ. საფრთხის შემთხვევაში, გარბიან იქ, სადაც არავინაა. ტარაჰუმარელებისათვის უცხოა კონკურენტული სულისკვეთება, დანაშაული და მავნე ვნებები, რისხვა და შური. მოგზაურები ადარებენ მათ ინდოელ განმანათლებლებს - ბოდჰისვატებს, რომელთათვის უცხოა ბოროტება. ტარაჰუმარელები ატარებენ ფერად ნაქსოვ, გრძელ პერანგებს. ფეხები ცივ სეზონზეც კი არ აქვთ დაფარული წინდებით. სიერა ტამაჰუმარას მთებში მათთვის ნადირის დაჭერა იმაზე რთული არაა, ვიდრე ჩვეულებრივი, ცივილიზებული ადამიანისათვის, გლეხისათვის საკუთარ ეზოში ქათმის დაჭერა.
ტარაჰუმარას ტომი გაფანტულია დიდ ტერიტორიაზე. ყველა ოჯახი ცალკე ცხოვრობს. ოჯახებს არავითარი ქონება არ აქვთ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დატოვონ დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გადაადგილდნენ უცხო ადამიანის დანახვისთანავე. ყველა ტარაჰუმარელი, ხანდაზმულიც და ბავშვიც ჯანმრთელი და ამტანია. მათთვის უცხოა შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვთა დაავადებები, მსხვილი ნაწლავის კიბო და სხვა მძიმე დაავადება. ესაა აბსოლუტურად ჯანმრთელი და ბედნიერი ხალხი, რომელსაც ჩვენი ცივილიზაცია ადამიანურს ვერაფერს მისცემს, მხოლოდ წაართმევს. საავადმყოფოები ტარაჰუმარელებისათვის აუცილებელი არაა, მაგრამ მათ ბავშვებს სკოლები კი სჭირდებათ. მექსიკის მთავრობა ფიქრობს, რომ რადგან ტარაჰუმარელები მექსიკის მოქალაქეები არიან, მათი სამოქალაქო უფლებები რეალიზებული უნდა იყოს და ამ რთულადმისადგომ ადგილებში აშენებს გზებს. ალკოჰოლით, ნარკოტიკითა და ბანდიტებით შეიარაღებული მანქანები სწრაფად მიქრიან ტარაჰუმარელთა გზებზე. ამიტომაც ტარაჰუმარელები სამოქალაქო უფლებებზე მეტად თავისუფლებას სცემენ პატივს და მთებში იხიზნებიან. მე-20 საუკუნეში იყო არაერთი მცდელობა, რომ სირბილის უნარით დაჯილდოებული ტარაჰუმარელები ჩაერთოთ ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ ყველა ნაბიჯი ამ კუთხით დამთავრდა კურიოზით. პირველ ჯერზე ტარაჰუმარელები დამარცხდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აუხსნეს თამაშში მონაწილეობის წესებუ. მათთვის არავის აუხსნია, რომ მეტოქეებისათვის უნდა გაესწროთ. ზრდილობის გამო, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ტარაჰუმარელებმა მეტოქეები წინ გაუშვეს მაშინ, როცა თვითონ ფინიშამდე ისე მივიდნენ, რომ არცკი ამოუქშენიათ. 1920-იან წლებში ტარაჰუმარელმა მონაწილემ მართლაც ჩამოიტოვა ყველა მეტოქე ოლიმპიურ ასპარეზზე, თუმცა სპორტული კარიერით აღარ დაინტერესებულა. 1956 წელს ერთ-ერთმა ტარაჰუმარელმა ინდიელმა ისევ მიაღწია წარმატებას მარათონზე, რაც რბოლის ერთ-ერთი ფავორიტის ნერვული აშლილობის მიზეზი გახდა. ამ უკანასკნელისათვის შოკისმომგვრელი იყო, თუ როგორ მიაღწია ფინიშამდე ტარაჰუმარელმა, სახეზე გაბრწყინებული ღიმილით.
ტარაჰუმარელებისათვის საშუალო დისტანცია 700 კილომეტრია, რაც მარათონის სხვა მორბენალებს მხოლოდ იმედგაცრუებას ჰპირდება. ამიტომაც არავისაც არ სწყენია, როცა ტარაჰუმარელებმა დიდი ენთუზიაზმი არ გამოიჩინეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კუთხით. ტარაჰუმარელები საკუთარ თავს უწოდებენ "რარამური"-ს ("სწრაფფეხა"). ყველას, ვინც მათ ტომს არ ეკუთვნის, ტარაჰუმარელები ეძახიან "ჩაბოჩებ"-ს. 110 შეფასება არ არის
|