x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ის ბრძენი კაცი გაუწყრა - ვინ გრჯიდა რომ ბიძინაობა მომილოცეო" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს, თუ როგორ გაუწყრა პარტია "ქართლი ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღრიბაშვილს ბრიფინგის დროს მისთვის "ბიძინაობოს" მილოცვის გამო, თუმცა დღეს, ღარიბაშვილმა სიტუაციის გამოსწორება სცადა და ბათუმში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა მან "ბიძინაობა" არა ივანიშვილს, არამედ თურმე დიდ ქართველ მამულიშვილს, ბიძინა ჩოლოყაშვილს მიულოცა: "ხომ გეუბნებოდით, ის ბრძენი კაცი გაუწყრა - ვინ გრჯიდა სტატუსი რომ დაწერე და ბრიფინგზე ბიძინაობა მომილოცეო, -ჰოდა დღეს ჩვენმა პრემიერმა ამ ბიძინას არა, ჩოლოყაშვილს მივულოცე მიშას დაჭერაო ???? დააბრუნეთ ლაშა ნაცვლიშვილი - ბევრად უფრო გასაგები მესიჯბოქსი ჰქონდა !"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. "მინდა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და "ბიძინობა" სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხზე მდარე განცხადებები გაკეთდა. "იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განმარტება და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა. ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თუმცა როგორც იტყვიან ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, როცა მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და პრემიერმა ღარიბაშვილმა მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ აუწყა, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად თქვა, რომ იმ დღეს "ბიძინაობა" იყო, რასაც ის მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ულოცავდა. "მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1 ოქტომბერი და "ბიძინაობა". მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1 ოქტომბერი. ცხრა წელი გავიდა 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას", - თქვა მაშინ ღარიბაშვილმა.








0
708
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
708