x
მეტი
  • 16.10.2021
  • სტატია:115018
  • ვიდეო:354118
  • სურათი:488862
დიდ ბრიტანეთში აწი მარტო მოსეირნე ქალებს თვალთვალი დაუწესდება
image

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ პოლიცია ძალიან მცირე ყურადღებას უთმობს ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას, გაერთიანებულ სამეფოში შეიმუშავეს პროგრამა, რომელიც თვალყურს ადევნებს იმ ქალს, ვინც მარტო გადაადგილდება.


მობილური ტელეფონის აპლიკაციას ჰქვია Walk Me Home.(სახლში გამაცილე) მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს იმაში, რომ ქალი, რომელიც აპირებს მარტო სიარულს, შედის აპლიკაციაში და მიუთითებს თავისი მარშრუტის საწყის და ბოლო წერტილებს, შემდეგ კი მოკლე ნომრის აკრეფვით ან SMS- ის გაგზავნით ირთვება თვალთვალის პროგრამა(ტრეკერი), რომელიც განსაზღვრავს მგზავრობის დროსა და დანიშნულების ადგილზე მისვლის სავარაუდო დროს, რის შემდეგაც იგი ავტომატურად ურეკავს მას მობილურზე. თუ აბონენტი არ პასუხობს ზარს, პროგრამა უკავშირდება სპეციალური დახმარების სამსახურს და უგზავნის მათ არსებულ მონაცემებს.


ვარაუდობენ, რომ ეს აპლიკაცია საშუალებას მისცემს სამართალდამცავებს დროულად მოახდინონ რეაგირება, თუ ქალი თავდასხმის სამიზნე გახდება.



ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია BT Group, რომელმაც შეიმუშავა ტრეკერი, ირწმუნება, რომ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ ფეხით სიარულის დროს, არამედ მოგზაურობის ან ტაქსით მგზავრობისას.


-მამაკაცთა მხრიდან ძალადობა იწვევს იმ შედეგს, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, შიშით ცხოვრობენ”, - ციტირებს BBC– ს BT ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ფილიპ იანსენის განცხადებას.

0
445
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0