x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
7 ფაქტი და ვინჩის "მონა ლიზას" შესახებ რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 
image


საუკუნეების განმავლობაში ახალგაზრდა ქალბატონის ლიზა დელ ჯოკონდოს იდუმალ ღიმილს ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ტილო, რომელიც ლეონარდო და ვინჩიმ მე -16 საუკუნის დასაწყისში შექმნა, ფერწერის ყველაზე ცნობილი ნიმუში და მაღალი რენესანსის ერთ - ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილოა. კიდევ რისი ცოდნაა საჭირო აბრეშუმით მოვაჭრე ფლორენციელის ცოლის ცნობილი პორტრეტის შესახებ? შეგახსენებთ, ლეონარდო და ვინჩის შედევრის "ჯოკონდას" შესახებ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს, რომელიც თითქმის ყველა მეორემ იცის.




1. "მონა ლიზა" რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი ოსტატის ლეონარდო და ვინჩის ერთ - ერთი ქმნილებაა. ნახატი ზეთშია შესრულებული და სავარაუდოდ, ის 1506 წელს იქნა დასრულებული.


image


2. "მონა ლიზას" პორტრეტი ასევე ერთ - ერთ ყველაზე ფასეულ ხელოვნების ნიმუშად ითვლება, ხოლო ზოგიერთი ისტორიკოსი მას ფერწერის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ნაშრომად მიიჩნევს, რომელიც 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

image


3. პეიზაჟი, ქალის ფიგურის უკან, გამოგონილია. ამ მოსაზრებას ისტორიკოსთა და მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება. პეიზაჟი, სხვათა შორის, სფუმატოს ტექნიკის გამოყენებით შეიქმნა.


image


4. "მონა ლიზა" ხელებდაწყობილი ზის. ის მაყურებელს პირდაპირ თვალებში მსუბუქი ღიმილით უმზერს. ამ ცნობილ ღიმილს ორაზროვანი ხასიათი აქვს - მსუბუქი და სასტიკი (ჩაცინების მსგავსი). ღიმილის იდუმალება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელი ბოლომდე მაინც ვერ ხვდება თუ რა განწყობას ატარებს პორტრეტი.


image


5. ნახატი ლუვრში მე -18 საუკუნის ბოლოს მოხვდა, თუმცა 1911 წელს ცნობილი ტილო ლუვრის თანამშრომელმა ვინჩენცო პერუჯამ მოიპარა. ეს ქურდობა ისტორიაში "საუკუნის ძარცვად" შევიდა. 2 წლის შემდეგ, მართალია პორტრეტი იპოვეს და ლუვრში დააბრუნეს, თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, ქურდობაში ბრალი - პაბლო პიკასოს, ვილჰელმ II -სა და თავად საფრანგეთის მთავრობასაც კი ედებოდა.


image

6. ნახატი ასევე ვანდალების მსხვერპლიც გახდა, ასე მაგალითად, 1956 წელს ტილოს ქვედა ნაწილი მას შემდეგ დაზიანდა, რაც ერთ - ერთმა დამთვალიერებელმა პორტრეტს მჟავა შეასხა.


image


7. ამ ინციდენტების შემდეგ ლუვრმა გადაწყვიტა ნახატი ტყვიაგაუმტარი შუშის ქვეშ მოექცია, თუმცა სურათის ხილვის ამ საკმაოდ სადავო ფორმამ ის დამთვალიერებელთა შორის ნაკლებად პოპულარული მაინც არ გახადა. "მონა ლიზა" კვლავაც რჩება ლუვრის ერთ - ერთ ყველაზე პოპულარულ ექსპონატად.












0
294
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
294