x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ზოგიერთებს მაინც ხომ გვჯერა ბიბლიის?-თამაზ ლომიძე

image

მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი თამაზ ლომიძე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას სოციაური ქსელით ეხმაურება და წინასწარმეტყველი ეზეკიელის სიტყვები მოჰყავს ძველი აღთქმიდან :



"ზოგიერთებს მაინც ხომ გვჯერა ბიბლიის? სოდომის და გომორის განადგურებაც ხომ გახსოვთ? ბიბლიაში გარკვევითაა ჩამოთვლილი ის ცოდვები, რომელთა გამოც დაიღუპა ეს ხალხი. მათი ერთ-ერთი მთავარი და დამღუპველი ცოდვა იყო - უდარდელობა (ეზეკ. 16, 49) უდარდელობა ცოდვაა, რადგან უდარდელობა ღუპავს, უდარდელობა ანადგურებს ადამიანების სიცოცხლეს, დიდების უდარდელობა კლავს უდანაშაულო ბავშვებს, უდარდელობა დააქცევს ქალაქებს. წარმოიდგენეთ უდარდელობის ხარისხი ქვეყანაში, როცა ვიღაც, ერთი მოქალაქე ბედავს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე საყრდენი კედლები გამოაცალოს კორპუსს და კაცი ან ინსტანცია არ არის ქალაქში, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს და ხალხი გადაარჩინოს. სისტემაა თავად უდარდელი, უდარდელმა ხალხმა უდარდელი ცხოვრების წესი აირჩია და ასეთი უბედურებაც ამ უდარდელობის ბრალია. შეიგნეთ ხალხო: მხოლოდ ბავშვს შეუძლია იყოს უდარდელი. ზრდასრულების უდარდელობა დიდი ცოდვაა და აუცილებლად უბედურებას, სიკვდილს და დაქცევას იწვევს."-წერს თამაზ ლომიძე.


0
244
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0