საზოგადოებრივი 10 საინტერესო ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ 2021, 21 ოქტომბერი, 9:23 I. როდესაც «ჰიტლერის კოალიციაზე» საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იტალიას და იაპონიას ახსენებენ. მაგრამ, გერმანიის მოკავშირე, ამ ომში, უფრო მეტი იყო. ეს ქვეყნებია: რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, ფინეთი, ირანი, ერაყი და ტაილანდი. II. კომპანია Adidas–ის დამაარსებელი (1924 წ.) ძმები დასლერები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ, რაც იმ წლების გერმანიაში, ეს უფრო ნორმა იყო, ვიდრე გამონაკლისი. III. ფრანგი მომღერალი ედიტ პიაფი, ოკუპაცისს დროს, გერმანიაში მდებარე, სამხედრო ტყვეების ბანაკებში კონცერტებს მართავდა. გამოსვლის დამთავრების შემდეგ, ის გერმანელ ოფიცრებთან, «სამახსოვრო» ფოტოებს იღებდა. პარიზში, ამ ფოტოებიდან, გერმანელების სახეებს ჭრიდნენ და ყალბ საბუთებში აკრავდნენ. პიაფი ამ ბანაკებში, განმეორებით ჩადიოდა და ფარულად პასპორტები ჩაჰქონდა, რომლის მეშვეობით, გაქცევა არაერთმა ტყვემ მოახერხა. IV. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინეთი II მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მოკავშირე იყო და ფინელი ებრაელები, ისე როგორც ფინელები, SS–ის არმიაში მსახურობდნენ, ერთმანეთს ივრითზე ესაუბრებოდნენ და «რასობრივად სუფთა» გერმანელ ჯარისკაცებს დასცინოდნენ. V. ნაცისტურ გერმანიაში შობის «ხელახლად გამოგონება» სცადეს, რადგან იესოს დაბადებასთან დაკავშირებული დღესასწაული, III რაიხის იდეოლოგიას არ ემთხვეოდა. ამიტომ, მათ დღესასწაულის აღნიშვნა ნაბუნიობის დღეს — 21 დეკემბერს გადაწყვიტეს. ამ დღეს Julfest–ი დაარქვეს, ხოლო, საშობაო ვარსკვლავი ნაძვისხეზე, სვასტიკით შეცვალეს. VI. გერმანიაში ტერმინი — «beefsteaks»–ი (სტეიკი), მათ მხარეს, საკუთარი ნებით გადასული კომუნისტების და სოციალისტების მიმართ გამოიყენებოდა, რადგან როგორც ამბობდნენ, «ისინი გარედან ყავისფერები, ხოლო შიგნით, წითლები იყვნენ» (ყავისფერი ნაცისტების ფორმა იყო, ხოლო წითელი — კომუნიზმისა და სოციალიზმის იდეების თანაგრძნობა). VII. როდესაც საბჭოთა და მოკავშირეების ჯარები ბერლინში შევიდნენ, მათ სარეკლამო ბანერი აღმოჩინეს ჰიტლერის ციტატით: «მომეცით 5 წელი და გერმანიას ვეღარ იცნობთ!» — და ფიურერმა სიტყვა შეასრულა... VIII. გიტლერი პოპულარობას უწევდა «Lügenpresse» («ფეიკ news») ტერმინს, რომელიც რეინჰოლდ ანტონის (Reinhold Anton) 1914 წ. გამოსულ, იგივე დასახელების წიგნში, «მტრის პროპაგანდას» აღნიშნავდა. ხოლო, ჰიტლერმა ეს ტერმინი მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებაზე გაავრცელა (მათ შორის, გერმანულზეც), რომელიც ნაცისტურ პარტიას მხარს არ უჭერდა. IX. 1940 წ. ნაცისტებმა საკუთარი ბიბლია შექმნეს, რომელშიც ძველი აღქმა არ შედიოდა. ხოლო ახალი, რედაქტირებული იყო: ამოიღეს ებრაული სახელები და იესოს გენიოლოგია, რომელიც მის ებრაულ წარმომავლობას ადასტურებდა. სამაგიეროდ, ებრაელების ყველა ქმედება დატოვეს, რომელიც ამ ერის ცუდი მხრიდან წარმოაჩენდა. X. ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ, რაიხპრეზიდენტის ადგილი კარლ დენიცმა დაიკავა. მისი კაბინეტი, თათბირის ჩასატარებლად, დილის 10 სთ–ზე ყოველდღიურად იკრიბებოდა. მაგრამ, დენიცის კაბინეტს რეალური ძალაუფლება არ ჰქონდა. ე. წ. მინისტრთა საბჭო სხდომებზე გერმანიის მომავლის საკითხებს განიხილავდა. თუმცა, მათი გეგმები, არც გერმანიაში და არც მის საზღვრებს გარეთ, არავის აინტერესებდა... მათი «მმართველობა» იმით დასრულდა, რომ დენიცი, 1945 წლის ოქტომბერში, ბრიტანელებმა დააკავეს და ნიურნბერგი სამხედრო დამნაშავეთა ტრიბუნალს გადასცეს. არხის სხვა სიახლეები:755 3-ს მოსწონს
|