x
მეტი
  • 01.12.2021
  • სტატია:115308
  • ვიდეო:352795
  • სურათი:489277
10 საინტერესო ფაქტი ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ

image


I. ნაპოლეონის მშობლიური ენა იტალიური იყო. ის კორსიკაზე დაიბადა და ფრანგულის შესწავლა მხოლოდ 10 წლის ასაკში დაიწყო.


II. დიდი მხედართმთავარი არც ისე დაბალი იყო, როგორც ბევრს ჰგონია. საქმე იმაშის, რომ ფრანგული ფუტი უფრო გრძელი იყო, ვიდრე ბრიტანული. ნაპოლეონის სიმაღლე კი, — 5, 2 ფუტი იყო, რაც ბრიტანული საზომი ერთეულით, 158 სმ–ს, ხოლო ფრანგულით — 169 სმ–ს ტოლია, რაც ფრანგი მამაკაცის საშუალო სიმაღლეს შეესაბამება.


III. ნაპოლეონს ძალიან უყვარდა ცხელი აბაზანის მიღება. ამიტომ, ლაშქრობებზე თან, «საგზაო აბაზანა» დაჰქონდა. ხოლო, მსახურებს ყურადღება უნდა მიექციათ, რომ მასში წყალი არ გაგრილებულიყო და დრო და დრო, მდუღარე წყალი უნდა დაემატებინათ. ნაპოლეონი, ცხელ აბაზანას, ხან დღეში რამდენჯერმე იღებდა.


IV. ნაპოლეონი «შეპყრობილი» იყო ავსტრალიით და განზრახული ჰქონდა, მისი ერთი რეგიონისთვის «ნაპოლეონის მიწა» დაერქვა.


imageV. დღესდღეობით, ყველაზე ცნობილი სურათი – «მონა ლიზა», ტიუილრის სასახლეში, ნაპოლეონის საძინებლის კედელზე ეკიდა.

VI. ნაპოლეონს ძალიან უყვარდა სუნამოები და დღის მანძილზე, ცხვირსახოცზე ოდიკოლონს გამუდმებით აპკურებდა ხოლმე. ხოლო შემდეგ, მას ტუჩებთან, შუბლზე და საფეთქლებთან იდებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოდეკოლონი, რომელსაც ნაპოლეონი მოიხმარდა, ქ. კელნში (გერმანია) იწარმოებოდა და დღემდე იწარმოება... ასე, რომ, ნებისმიერს შეუძლია იმის გაგება, საფრანგეთის იმპერატორი რა სურნელს აფრქვევდა.


VII. გარდა ამისა, ნაპოლეონი ოდეკოლონს სვამდე კიდეც, რადგან თვლიდა, რომ ის ყველანაირი დაავადების უებარი წამალი იყო. როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, ოდიკოლონი, დარიშხანთან კომბინაციაში, რომელსაც იმ ეპოქაში კოსმეტიკურ საშუალებებში ამატებდნენ, კუჭის კიბოს განვითარების მიზეზი გახდა, რის გამოც ნაპოლეონი გარდაიცვალა.


VIII. ნაპოლეონი სასქესო ორგანოს გარეშე დაკრძალეს, რადგან 1821 წ. სხეულის გაკვეთის დროს, ეს ორგანო ექიმმა მოიპარა და მღვდელს გადასცა. ხოლო, ამ უკანასკნელმა, კონტრაბანდული გზებით, კორსიკაზე გადაგზავნა. 1924 წელს იშვიათი წიგნების ამერიკელმა დილერმა ის როგორც საკოლექციო ნივთი შეიძინა და ნიუ–იორკის ფრანგული ხელოვნების მუზეუმს გადასცა.


imageIX. იტალიის დროშა 1797 წელს საფრანგეთის დროშის მიბაძვით, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ნაპოლეონმა ქვეყანაში ჯარი შეიყვანა.


X. 1802 წელს ნაპოლეონმა პოლონური ლეგიონი ჰაიტზე, ამბოხების ჩასახშობად გაგზავნა. თუმცა, ჩასვლის შემდეგ, პოლონელები აჯანყებულების მხარეზე გადავიდნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მათთან ერთად იბრძვოდნენ. ჰაიტის პირველმა სახელმწიფო მეთაურმა პოლონელებს «ევროპის თეთრი ზანგები» უწოდა, რაც იმ დროს, დიდი პატივი იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


10 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმების შესახებ


ვის ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს?.. და სხვა საინტერესო ფაქტები სსრ კავშირის შესახებ


ცხოველთა სამყაროს წარმოუდგენლად დიდი წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ ხდებოდა — 10 ისტორიული ფოტო


ორი იუმორისტული ისტორია ებრაელებზე, ღრმა აზრით


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)



0
471
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0