სხვა მაიმუნზე მონადირეები: გაიცანით ვაორანის ველური ტომი - ეს ძალიან საინტერესოა 2021, 9 ოქტომბერი, 21:26 ველური ვაორანის ტომის ცხოვრების წესი თანამედროვე ადამიანს შოკს მოჰგვრის. ინდიელთა ეს ტომი ამაზონის ტყეებში მომთაბარეობს, დაკავებულია შემგროვებლობითა და ნადირობით. ვაორანის პირველყოფილი ტომის წევრები მაიმუნებზე ველური მონადირეებისაგან შედგება. სანადიროდ ტომის მამაკაცები იყენებენ სპეციალურ მილებს, რისი საშუალებითაც მაიმუნებს ესვრიან შხამიან ისრებს. ისინი შესანიშნავი მონადირეები არიან. დროის უმეტეს ნაწილს ვაორანი ატარებს ხეებზე, რის გამოც ტომის წევრებს აქვთ ბრტყელი ფეხები და დეფორმირებული ქუსლი.
ვაორანის ტომის წევრის ფეხები
ვაორანის ტომის ძირითად საკვებს წარმოადგენს მაიმუნის ხორცი. ასევე, იკვებებიან გარეული ღორის (ტახის) ხორცით, ტუკანებით (ერთ-ერთი ფრინველი), ქალების მიერ შეგროვებული მცენარეებითა და ბალახით.
ვაორანის ტომის მამაკაცი ნანადირევით
ვაორანის ტომის მამაკაცის ნანადირევი - გარეული ღორი
ვაორანის ტომის მამაკაცი ღორს ტრუსავს (ფუფქავს, ატყავებს)
ვაორანის ტომის ქალი ცეცხლზე ამზადებს, წვავს გარეულ ღორს
ნანადირევი - გატრუსული ტუკანი (ფრინველი)
ვაორანელი მამაკაცი თუთიყუშ "არა"-სთან (არა- თუთიყუშის სახეობა)
ვაორანის ტომის წევრთა რაოდენობა მხოლოდ 4 ათასამდე ადამიანია. ეს მომთაბარე ხალხი ცხოვრობს ამაზონის წვიმის ტყეებში, აღმოსავლეთ ეკვადორის ტერიტორიაზე.
ვაორანის ტომის ქალი, საცხოვრებელთან ახლოს
ვაორანის ტომს სურათები გადაუღო ბრიტანელმა ფოტოგრაფმა, პიტ ოქსფორდმა.
პიტი ვაორანის ტომის ქალებთან ერთად
დღეისათვის ვაორანის ტომი დაფუძნდა იასუნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რეზერვაცია ამ ხალხის საკუთრებაა. იასუნის პარკზე ეკვადორის მთავრობას პარკზე არანაირი უფლება აღარ აქვს. პიტ ოქსფორდის ექსპედიციას ვაორანის ტომში არ ჩაუვლია კურიოზის გარეშე: ადგილობრივებმა მას შესთავაზეს თავიანთ საცხოვრებელში დარჩენა, თუმცა მოგზაური იძულებული გახდა, უარი ეთქვა და კარავში გაეთია. მიზეზი იყო ის, რომ საცხოვრებლის შესასვლელი ჩაკეტილი იყო, ვაორანელებს ძალიან მოეწონათ პიტ ოქსფორდის ტექნიკის კაბელები. ინდიელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ასეთი "თოკი" ძალიან გაუმარტივებდათ ნადავლის მოპოვებას. ვაორანის ტომში ყველა ერთმანეთს იცნობს. როლები მკაცრად გადანაწილებულია: მამაკაცები დაკავებული არიან ნადირობით, ქალები - ბავშვთა აღზრდით. ვაორანის ტომი ძალიან შორს დგას ცივილიზაციისაგან, თუმცა დროდადრო მათ სტუმრობენ ტურისტები, რისგანაც დამხდურნი სარგებელს ნახულობენ. კერძოდ, ვაორანის ინდიელები ამზადებენ მძივებს ფრინველის ბუმბულისაგან და ყიდიან ტურისტებზე.
ვაორანის ტომის მამაკაცი ამზადებს სამკაულს, მძივს ფრინველის ფერადი ბუმბულისაგან
სამკაულებთან დაკავშირებით, ისინი უპირატესობას მინიმალიზმს ანიჭებენ. ხშირად ვაორანის ტომის ქალები ყურებზე ატარებენ ხის მასალის, ან ძვლისაგან დამზადებულ რგოლებს.
ვაორანის ტომის ქალის საყურე 2383 1-ს მოსწონს
|