x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
image

შფოთვითი აშლილობები ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ხასიათდება შფოთვითა და შიშით.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ხასიათდება გადაჭარბებული და გაზვიადებული შფოთვითა და ნერვიულობით ყოველდღიურ მოვლენებზე, როცა კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისას ელიან კატასტროფას და მუდმივად ნერვიულობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფულზე, ოჯახზე, სამსახურზე და სხვა, რის გამოც შფოთვა ართულებს ყოველდღიური აქტივობების განხორციელებას, იწვევს პრობლემებს ურთიერთობებში, სამსახურში და მრავალ სხვა ასპექტში.


სიმპტომები

  • გადაჭარბებული, მუდმივი ნერვიულობა და დაძაბულობა სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში
  • პრობლემების არარეალისტური ხედვა
  • მოუსვენრობა ან მღელვარება
  • კუნთების დაჭიმულობა
  • თავის ტკივილი
  • ოფლიანობა
  • კონცენტრაციის პრობლემები
  • დაღლილობა
  • ჩაძინების პრობლემები

ამასთან ერთად, ადამიანებს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობით ხშირად უვლინდებათ სხვა აშლილობებიც მაგ: პანიკური აშლილობა, ფობიები, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, კლინიური დეპრესია.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ბევრი ინდივიდი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შფოთავდნენ და ნერვიულობდნენ. აშლილობა იშვიათად იწყება მოზარდობამდე. სიმპტომები ქრონიკულია და ცვალებადი.


გამომწვევი მიზეზები

ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, ცნობილი არ არის, მაგრამ გამოყოფენ გარკვეულ ფაქტორებს, ესენია: გენეტიკა, გარემოში არსებული სტრესორები, თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.


დიაგნოსტირება

პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სიმპტომების სამედიცინო მიზეზები. ფსიქოლოგს შეუძლია სიმპტომების შემოწმება, ხოლო ფსიქიატრმა, შესაძლოა, დანიშნოს მედიკამენტი.


მკურნალობა

  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია _ შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, რათა უფრო რეალისტურად შეხედონ პრობლემებს.
  • რელაქსაციის ტექნიკები _ მაგალითად ღრმად სუნთქვა, რომელიც ეხმარება სხეულებრივი დაძაბულობის მოხსნაში.
  • მედიკამენტები _ საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრი ნიშნავს მედიკამენტებს.

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ხუჯაძე
თამარ ხუჯაძე
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0