x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ხრიკები, რომლებიც გაგიადვილებთ ყოფას
ჩვენს სამყაროში ყველაზე ღირებული, რაც ხშირად გულუხვად ანაზღაურდება ხოლმე - კრეატიული შედევრია. თანამედროვე შემოქმედებითი ნიჭიც ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს- ჩვეულებრივი ნივთიდან შექმნას არაჩვეულებრივი და წარმოუდგენელი, რაც ყველას გაოცებას გამოიწვევს. ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.




image



ზოგჯერ გვგონია, რომ თუ სახლში თანამედროვე ინტერიერი გვექნება, პლუს ამას სრულყოფილი რემონტი, მაშინ სისუფთავის სრული ჰარმონია დაისადგურებს, თუმცა ეს ასე არაა. თითქმის ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკაში ვაწყდებით სხვადასხვა პრობლემებს, თუმცა არსებული სიტუაციიდან თავის დასაღწევი ძალზედ მარტივი გზები ნამდვილად არსებობს.



გამოდის, რომ საგნებს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ დანიშნულებისამებრ, შეუძლია შეასრულოს არა ერთი, არამედ მეტი და სხვა ფუნქცია. ასევე, შეგვიძლია ისინი არადანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ხრიკებს, რომლებიც ნამდვილად გააადვილებს თქვენ ყოველდღიურ ყოფას.



ხრიკები, რომლებიც გაგიადვილებთ ყოფას





1. საშხაპე ქუდი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ფეხსაცმლის შესანახად. image




2. მაგნიტი იდეალური შესანახია თქვენი რკინეულობისთვის. image




3. თუ ახლოს არ იმყოფება მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ქილის გახსნა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.image




4. თუ გამგზავრებამდე ვერ მოასწარით გარკვეული სამოსის გარეცხვა და მის წაღებას აპირებთ, სუფთა ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი რომ არ "გადასდოს", შეგიძლიათ ჩააყოლოთ საპნის ნაჭერი. საპონი აუცილებლად შეისრუტავს არასასიამოვნო სუნს. image




5. ე.წ "სკრეპის" გამოყენებით ადვილად უპოვით წებოვან ლენტს საწყის წერტილს. image




6. გასატეხი სათამაშოები შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეინახოთ კვერცხის კონტეინერში.image




7. საუკეთესო იდეაა ფრანგული მანიკურისთვის. image




8. საბუთების ჩასადები თარო ძალიან გამოსადეგია კონსერვის ქილების შესანახად. image




9. ალუმინის ქაღალდის გაჭრით შეგიძლიათ მაკრატლის გალესვა.image




10. კბილის პასტა იდეალურად წმენდს ავტომობილის ფარებს.image




11. ბურღულეულის შესანახი ცელოფნები უსაფრთხოდ რომ შეკრათ, გამოიყენეთ თავზე მონაჭერი ნაწილი. image




12. ძველი სახეხი შეგიძლიათ სამკაულების შესანახად გამოიყენოთ. image




13. ფრჩხილის ქლიბი ადვილად ასუფთავებს ზამშის ფეხსაცმელს. image






იხილეთ აგრეთვე:




გამოდის, რომ აქამდე არასწორად ვწურავდით მაკარონს - თქვენ იცოდით სწორი მეთოდი?image





ყველზე გიჟური ხრიკები, რომელთაც სანამ არ გამოცდით, ვერ დაიჯერებთimage





გენიალური ხრიკები, რომლებიც გაგიადვილებთ "უბორკას"image




0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0