სხვა ყველზე გიჟური ხრიკები, რომელთაც სანამ არ გამოცდით, ვერ დაიჯერებთ 2018, 12 მარტი, 12:42 ცოტა ხნის წინ, საიტმა Reddit-ი გამოაქვეყნა უცნაური რჩევები, რომლებიც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა და ბევრის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ერთი შეხედვით უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა, თუ გამოცდით, მიხვდებით, რომ ჯერ კიდევ, ბევრი რამ გაქვთ სასწავლი.
ყველზე გიჟური ხრიკები, რომელთაც, სანამ არ გამოცდით, ვერ დაიჯერებთ 1. ხილი და ყავა მარილით. ![]() მარილი ერთადერთი მინერალია, რომელიც თითქმის ყველანაირ საკვებში გამოიყენება, თუმცა, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ საზამთრო, მსხალი, ნესვი, ვაშლი და ზოგიერთი ციტრუსიც შეიძლება მარილით მივირთვად. მარილი, ხილს, უფრო მოტკბო გემოს აძლევს. ხოლო, თუ მწარე ყავაში მწიკვ მარილს ჩავყრით, მისი გემო მკვეთრად შეიცვლება უკეთესობისკენ. 2. როგორ მოვიცილოთ ნივრის სუნი თითებიდან. ![]() სადილის ყოველი გაკეთების შემდეგ, რომლის ინგრედიენტიც ნიორია და სამწუხაროდ ბევრი კერძია, რომელიც ნიორს საჭიროებს, დიასახლისებს უქმნის საშინელ პირობას. მისი მძაფრი სუნი ღრმად ჯდება კანზე და მრავალი დაბანის შემდეგაც გვიდის სუნი თითებზე. ნივრის სუნის მოსაშორებლად, ხელები დაიბანეთ მარილით ან გარეცხეთ რაიმე უჟანგავი მეტალის ჭურჭელი, რომლებიც შთანთქამენ უსიამოვნო სუნს. 3. აქციეთ სოიოს სოუსი კარამელად. ![]() ვერ წარმოიდგენთ, რომ სოიოს სოუსი შეგვიძლია კარამელად ვაქციოთ. თუ მას დაუმატებთ ვანილის ნაყინს, მას კარამელის გემო ექნება. 4. გაცივდით? ამ დროს, მიქსტურა კოკა-კოლით უებარია. ![]() მსგავსი მიქსტურა ძალიან პოპულარულია ჩინეთში. ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი კოკა-კოლაა. აადუღეთ კოკა-კოლა, რომ გამოათავისუფლოთ გაზები, ჩაყარეთ რამდენიმე ნაჭერი დაჭრილი იმბირი (ჯინჯერი) და მიირთვით მიქსტურა, სანამ ცხელია. ის ხსნის დახშულ ცხვირს, აქრობს ყელის ტკივილს და ორგანიზმი თბება შიგნიდან. 5. ენერგიაზე მოსასვლელად ყავა არ დალიოთ. ![]() მოთენთილი ხართ და ყველაფერი გეზარებათ? ამ დროს კი მიეშურებით სამზარეულოსკენ, რათა ყავა მოიდუღოთ, რომელიც ქვეცნობიერად მოგიყვანთ ენერგიაზე და ამით დაგმობთ სიზარმაცეს, თუმცა, უკეთესი გამოსავალია მიიღოთ შხაპი. ექიმები გვირჩევენ, რომ დაღლილობის, უძილობის და სტრესის დროს ხშირად მივიღოთ შხაპი, ის თერაპიის ერთგვარი სახეა და ნამდვილად შველის. 6. დაგავიწყდათ საჭირო და მარტივი სიტყვა, რომელიც თითქოს ენის წვერზე გადგათ და მაინც ვერ იხსენებთ? ![]() ამისათვის უბრალოდ საჭიროა დაიწყოთ ანბანის ჩამოთვლა და იმ ასომდე რომ მიხვალთ, რომელზეც დავიწყებული სიტყვა იწყება, აუცილებლად გაგახსენდებათ. 90%-ით ამართლებს და ცდად ღირს. 7. ცუდი სამუშაო დღე გაქვთ? მაშინ... ![]() თუ სამუშაო ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, ან უამრავი საქმე დაგხვდათ და გრაფიკს გადაამეტეთ, დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნება კი არ გაქრა, აუცილებლად გაიყოლეთ სამსახურში ახალი წყვილი წინდა. საღამოს კი გამოიცვალეთ და ნახავთ დაღლილობა და სიმძიმის შეგრძნება, ფეხებიდან როგორ გაქრება. რჩევა ეხებათ ასევე ქალბატონებს. თუ კოლგოტი გაცვიათ, წაიღეთ სამსახურში მეორე კოლგოტი და გამოიცვალეთ. ნაცადი რჩევაა და თითქმის ყველას შემთხვევაში გაამართლა. 8. მარილიანი თხილი ჩაყარეთ კოკა-კოლაში. ![]() მსგავსი მეთოდი სამხრეთ ამერიკაში ძალიან გავრცელებულია. კოკა-კოლა იძენს წარმოუდგენელ გემოს და თხილიც ხდება რბილი. მგზავრობისას საჭესთან, ან ტურისტებისთვის, ძალზედ კარგი მეთოდია, ჭამ და სვამ ერთი ხელით. 9. პიცა უფრო გაგემრიელდება, თუ დაასველებთ... ![]() ვიცი, წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა, მანამ, სანამ მიკროტალღურ ღუმელში პიცას შეათბობთ, დანამეთ წყლით (გამოიყენეთ შესაშხურებელი). პიცა გახდება უფრო წვნიანი და რბილი. იხილეთ აგრეთვე: ● 14 პროდუქტი, რომლებიც ერთად არ უნდა მივირთვად - ჯანმრთელობის ოქროს წესი ![]() 458 12-ს მოსწონს
|